სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Abagael Bug-ი ახალ ცხოვრებისეულ პოსტს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ ხშირად გვერევა სიყვარული მიჯაჭვულობაში, ვაჭრობასა თუ მფლობელობის სურვილში. ვამბობთ „მიყვარს“, მაგრამ სინამდვილეში ველოდებით, რომ სანაცვლოდ რაღაცას მივიღებთ — ყურადღებას, აღიარებას, სითბოს... და როცა ამას ვერ ვიღებთ, გული გვტკივა და ვბრაზობთ.
ნამდვილ სიყვარულს კი არანაირი „თუ“ და „თუნდაც“ არ გააჩნია. ის მზის ნათებას ჰგავს: მზე ხომ არ ითხოვს საზღაურს იმისთვის, რომ დედამიწას ათბობს? ის უბრალოდ ასხივებს, რადგან ეს მისი ბუნებაა.
ისწავლეთ გულის გაღება ყოველგვარი პირობების გარეშე. აჩუქეთ სითბო ადამიანებს არა იმისთვის, რომ მათგან იგივე დაიმსახუროთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი სული სიყვარულით არის სავსე. სიყვარული, რომელიც გაიცემა, არასდროს ილევა — პირიქით, ის გაცემით უფრო იზრდება“, - წერს Abagael Bug.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ტვინი გვისმენს, ტვინი გვიყურებს და ამაზე შესაბამისად რეაგირებს...“ - რას წერს ლევან შელეგია
⭕ ახალი ეტაპის დასაწყისი: ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის აგვისტო გარდამტეხი თვე იქნება
⭕ „მარტივად იპოვი გამოსავალს...“ - 7 აგვისტოს დღის ენერგიები