Digest Logo

„ყველაფერი ჩახუტებით, კოცნით და კეთილი დამოკიდებულებით მოვაგვაროთ“ - თაკო მელიქიშვილი 11 ნოემბრის ენერგიებზე

1794375921
 თაკო მელიქიშვილ

11 ნოემბერი - დღე, როცა სამყარო თითოეულ თქვენს სიტყვას ისმენს. 💫

დღეს წარმატების შესანიშნავი დღეა! ახალმთვარეობის ენერგია ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა ემოციური მღელვარება უკვე ნელ-ნელა იკლებს.

🔢 დღის ენერგიებია - 2 • 5 • 7. ყურადღება მიაქციეთ თარიღსაც - 11.11. ეს ძლიერი ლიდერული ენერგიაა:

მკაფიოდ გაიგებთ, რა გსურთ, თავდაჯერებით იმოქმედებთ და მიზნისკენ სვლას შეძლებთ, თუმცა ორ ერთიანსაც აქვს მეორე მხარე. თუ ეჭვებში ჩავარდებით, გაღიზიანდებით ან საკუთარი სიმართლის დამტკიცებას დაიწყებთ, შესაძლოა კრიზისი შექმნათ როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის.

👌 ამიტომ დღეს ხმას არ ავუწიოთ, არავის ვეჩხუბოთ და ადამიანებზე ზეწოლას ნუ ვეცდებით. მაშინაც კი, თუ ძალიან მოგინდებათ თქმა: „მე უკეთ ვიცი!“ — ღრმად ჩაისუნთქეთ და სიმშვიდე აირჩიეთ.

❤️ დღეს ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ და ვაკოცოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს. ყველაფერი სინაზით, ჩახუტებით, კოცნითა და კეთილი დამოკიდებულებით მოვაგვაროთ.

✨ დაიმახსოვრეთ: რასაც დღეს გასცემთ, იმასვე მიიღებთ. ამიტომ — არანაირი აგრესია, გაღიზიანება და აწეული ტონი. მხოლოდ სიყვარული, ბედნიერება და სიუხვე.

💆‍♀️ გირჩევთ, მასაჟზე წახვიდეთ, სასურველია საპირისპირო სქესის სპეციალისტთან, რათა ენერგიის გაცვლა მოხდეს. თვითმასაჟი დღეს არ გამოგადგებათ. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, სთხოვეთ, ჩაგეხუტოთ და მხრები ან ზურგი დაგიმასაჟოთ.

💧 დღეს წყალთან დაკავშირებული პრაქტიკები განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედებს. შეგიძლიათ სურვილი წყალს ჩაუთქვათ, შხაპი მიიღოთ, აუზზე წახვიდეთ, იბანაოთ ან სპა მოინახულოთ. წყალი დაგეხმარებათ განტვირთვასა და ახალი ენერგიით შევსებაში.

👩 აუცილებლად დაურეკეთ დედიკოს. შეგიძლიათ პატარა საჩუქარი გაუკეთოთ ან უბრალოდ უთხრათ: „მადლობა, რომ გამაჩინე!“.

💖 დღეს მხოლოდ სიყვარული, ბედნიერება და სიუხვე გავასხივოთ — და დღე საუკეთესო გზით წარიმართება!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 2027 წელს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, სწავლის, მშენებლობის დაწყება“ - 11 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ნოემბერს საქართველოში

✕