Digest Logo

„ყველაფერი შეიძლება, თქვენთვის სასიკეთოდ აეწყოს“ - თაკო მელიქიშვილი 30 ოქტომბრის ენერგიებზე

1793342993
თაკო მელიქიშვილი

💰 30 ოქტომბერი - დღე, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო.

ოქტომბერმა ბევრს გამოგვაცალა ენერგია. ნუ იდარდებთ - რეტროგრადული სირთულეები მალე დასრულდება, 14 ნოემბრამდე ცოტაც უნდა მოვითმინოთ!

🔢 დღის ენერგიებია: 3 • 5 • 8. დღე მართლაც კარგი იქნება! საკუთარ ცოდნაში დარწმუნებული იქნებით და სწორედ ეს დაგეხმარებათ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ.

💸 რვიანი რეალიზაციაში ძლიერ ფინანსურ შედეგს გვპირდება, თუმცა ხუთიანმა შეიძლება ეჭვები გაგიჩინოთ და მიზეზების ძებნა დაგაწყებინოთ: „ახლა ამის დრო არ არის…“ „იქნებ ეს თავგადასავალია?“ „თუ არაფერი გამოვიდა?“ „რატომ უნდა დავხარჯო ფული?“.

🔥 დღეს გადადება არ ღირს! თუ კარგი იდეა გაგიჩნდათ ან საინტერესო შემოთავაზება მიიღეთ, გაბედეთ. ყველაფერი შეიძლება, საუკეთესოდ და თქვენთვის სასიკეთოდ აეწყოს.

👨‍👩‍👧‍👦 აუცილებლად დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს: დედას, მამას, და-ძმებსა და სხვა ნათესავებს. თუ მთელი ოჯახით შეხვედრასაც შეძლებთ, ეს თქვენი ძალის წყაროდ იქცევა და ენერგიით აგავსებთ.

💖 დღეს პარასკევია ვენერას დღე. გოგოებო, მოიწყვეთ ლამაზი დღე და გაანებივრეთ საკუთარი თავი, ბიჭებო კი საყვარელი ქალები გაახარეთ. მარილის ჭურჭელში მარილიც აუცილებლად განაახლეთ და მას ბედნიერება, სიყვარული და ფინანსური სიუხვე უსურვეთ.

📚 დღეს ნებისმიერი სწავლა სასარგებლო იქნება. YouTube-ზე ერთი საინტერესო პოდკასტიც კი შეიძლება საჭირო იდეის წყაროდ იქცეს.

🚶‍♀️ მეტი იარეთ ახალი გზებით და მოინახულეთ თქვენთვის უცნობი ადგილი. სწორედ იქ შეიძლება გელოდოთ მნიშვნელოვანი შეხვედრა ან ფინანსური შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ასე აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე შინ“ - გია ბაღაშვილი 55 წლის გახდა

🎥 საეჭვო წარმონაქმნები - რა უნდა ვიცოდეთ კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შესახებ

🎥 30 ოქტომბერს დიეგო არმანდო მარადონას დაბადების დღეა - არგენტინელ ლეგენდას 66 წელი შეუსრულდებოდა

✕