ლაგვილავების ოჯახში დილას ერთდროულად იწყებს 11 დედმამიშვილი.
დედა 38 წლის მარიამ არაბულია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მე-11 შვილი, გიორგი შეეძინა. მიუხედავად მრავალშვილიანი დედის სტატუსისა, არასოდეს ავიწყდება საკუთარ თავზე ზრუნვა და პატარებზე ყურადღების ერთნაირად გადანაწილება.
„მიკვირს ხოლმე, ხანდახან კითხვა დამისვამს მართლა ამდენი მყავს? პირველი 16 წლის მყავს, შემდეგ 1-წლიანი სხვაობაა. პატარა ერთი კვირისაა.
გიორგი ძალიან წყნარია, კარგი ბავშვია და ხელს შეგვიწყობს, ჭირვეული არ არის.
პირველი რომ მეყოლა, ჭირდა იმ პერიოდში და არც მიფიქრია, რომ მეორე და მესამე უნდა მყოლოდა. ისე მოხდა, რომ გადავწყვიტე მრავალშვილიანი დედა გავმხდარიყავი“, - ამბობს მარიამ არაბული.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ: