
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პირად რუკასა და ასტროლოგიაზე საუბრობს:
„არ არსებობს ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ დაფიქრებულიყოს — რატომ მოვედი ამ სამყაროში? რა მიზანი აქვს ჩემს არსებობას? რა არის ჩემი მისია, ის, რის გამოც დავიბადე— რატომ შემხვდა სწორედ ეს ადამიანები, ეს მოვლენები და ეს გზაჯვარედინები.
ყველას თავისი გზა აქვს და ეს სულის არჩევანია. მაგრამ ადვილი არაა გაიხსენო, რა არჩევანი გააკეთე დაბადებამდე.
საბედნიეროდ პასუხებს ამ (და ბევრ სხვა კითხვაზეც) ასტროლოგია და ჩვენი ნატალური რუკები იძლევა.
სწორედ პირადი რუკა გვაძლევს საშუალებას ნათლად დავინახოთ საკუთარი გზის კარმული ძაფები — რაც შინაგანად თითქოს ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვხვდებოდით“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი და უმშვენიერესი...“ - კრისტი ყიფშიძე ჰალკიდიკიზე ისვენებს
⭕ ქარელში მამამ შვილი სცემა - ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი