
ფსიქოთერაპევტი ლევან შატბერაშვილი სტუმრად ასტროლოგ თამარ აქუბარდიასთან, იუთუბის არხზე იმყოფებოდა, სადაც ადამიანის თვითგანვითარებაზე ისაუბრა:
„ყველა თერაპია იწყება სიტყვებით, „აქ და ახლა“. ზოგიერთისთვის ეს სიტყვები ბუნდოვანია. ყოველ ჯერზე, როცა მომავალზე ვსაუბრობთ და რაღაც უნდა წარმოვიდგინოთ, გვიჩნდება განცდები და ემოციები. წარსული კი შეიძლება იმდენად მწარე იყოს, რომ იქ ჩავრჩეთ. ადამიანები, რომლებსაც პრობლემები აქვთ, ძირითადად წარსულის ტყვეობაში იმყოფებიან.
თერაპიის მიზანი სწორედ ეს არის, წარსულიდან წამოსული წარმოდგენების გადახედვა, რომლებიც გვიჩენს დაუფასებულობის ან დანაშაულის გრძნობას. ჩვენ გვინდა, ეს ჩამოვიხსნათ. ცნობიერებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დიდი ხანია ეს ყველაფერი დასრულდა.
სამყარო ნელ-ნელა შემოვიდა ჩვენში და ვართ იმის ნაზავი, რაც გარშემომყოფებმა გვასწავლეს. ამ ყველაფერში ბევრი თვითდამანგრეველი ინფორმაციაა, რაც ადამიანს რეალიზების საშუალებას არ აძლევს.
ჩვენ ბედნიერები ვართ მაშინ, როცა ყოფნა დაკავშირებულია ცხოვრებასთან და არა თვითგვემასთან. ბედნიერება ის არის, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს და ამით კმაყოფილი ხარ. პოულობ შენი ცხოვრების დანიშნულებას და აკეთებ სწორედ ამას.
როცა აღმოაჩენ, რომ უფრო მეტი უნდა აკეთო, ვიდრე გინდა, ხვდები, რომ ეს ძალადობაა, უნდა გათავისუფლდე „უნდებისგან“. ბევრ ადამიანს, თუ ჰკითხავ, რა უნდა, პასუხი არ ექნება. ის, რაც გუშინ ტრაგედიად მიგაჩნდა, დღეს შეიძლება სხვაგვარად დაინახო მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი ფასი მიეცი.
სადაც ცდილობ, აბსოლუტურად მორალური იყო, იქ ხდები ამორალური. თუ შეხვდები ადამიანებს, რომლებიც მორალზე ბევრს ლაპარაკობენ, უნდა მიხვდე, რომ ისინი ყველაზე ამორალური ადამიანები არიან“,- ამბობს ლევან შატბერაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი და უმშვენიერესი...“ - კრისტი ყიფშიძე ჰალკიდიკიზე ისვენებს
⭕ ქარელში მამამ შვილი სცემა - ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი