Digest Logo

„ყველას უნდა ფინანსური დამოუკიდებლობა, მაგრამ რატომ ახერხებს ამას მხოლოდ მცირე ნაწილი?“ - რამაზ გიგაურის განმარტება

1780741778
ასტროლოგია

💰 ფინანსური ბლოკები პირად ჰოროსკოპში (მე-2 და მე-8 სახლების დინამიკა):

ყველას უნდა ფინანსური დამოუკიდებლობა, მაგრამ რატომ ახერხებს ამას მხოლოდ მცირე ნაწილი? რატომ ვრჩებით ხშირად ერთსა და იმავე ფინანსურ ნიშნულზე და რატომ ვერ ვახერხებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას? ასტროლოგიას ამაზე ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური პასუხი აქვს, რომელიც პირად ჰოროსკოპში ფინანსურ ღერძზე - მე-2 და მე-8 სახლების დინამიკაზე გადის.

🛑 სურვილი VS შინაგანი ბლოკი

ადამიანების უმეტესობას ფული მხოლოდ ცნობიერ დონეზე უნდა, ქვეცნობიერად კი... მისი ეშინია. ფინანსური ბლოკი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შრომა ეზარება. ეს ნიშნავს, რომ ქვეცნობიერი გაურბის „საჭიროზე“ მეტ პასუხისმგებლობასა და ტრანსფორმაციას, რომელიც დიდი რესურსების მართვას სჭირდება.

🔍 რას გვეუბნება ჩვენი რუკა? პირად ჰოროსკოპში ჩვენი ფინანსური პოტენციალი ორ მთავარ სახლში ნაწილდება:  მე-2 სახლი (კომფორტის ზონა და თვითშეფასება): ეს არის ჩვენი პირადი ენერგია, საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული, ჩვენი ნიჭი და დანაზოგი. ასტროფსიქოლოგიურად ეს სახლი შემდეგ კითხვას პასუხობს - „რამდენად ვაფასებ საკუთარ თავს და რას ვიმსახურებ?“. მე-2 სახლი არის სტაბილურობა, სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ (სხვათა შორის, ეზოთერულ ასტროლოგიაში ეს სახლი სიცოცხლეს უკავშირდება).

🌋 მე-8 სახლი (დიდი ფული და ტრანსფორმაცია): ეს არის სხვისი ფული, ინვესტიციები, კრედიტები, სესხები, ლატარიაში მოგება, კრიპტოვალუტა, მემკვიდრეობა და რაც მთავარია, ბიზნესი. გარდა ამისა, ეს არის სტრესის, კრიზისის, რისკისა და ტრანსფორმაციის სახლი (ეზოთერულ ასტროლოგიაში ეს სახლი ასოცირდება სიკვდილთან).

🔒 რატომ იბლოკება ფინანსები?

თუ კონკრეტული ადამიანი ბიზნესში არ არის ჩართული, მისი პერსონალური ფინანსური შემოსავალი და ფულის გამომუშავების სტილი პირდაპირ უკავშირდება მე-2 სახლის ასტროლოგიურ ფაქტორებს - ანუ იმას, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი კვეთს ამ სახლს, რომელი პლანეტები იმყოფებიან ამ სახლში და ასევე რომელ სახლში დგას თავად მე-2 სახლის მმართველი პლანეტა. ეს ასტროლოგიური კომბინაცია ჩვენს პირად ფინანსურ ბაზას განსაზღვრავს. თუმცა, მსხვილი კაპიტალი ყოველთვის მე-8 სახლშია! ადამიანების უმეტესობას ურჩევნია დარჩეს მე-2 სახლის კომფორტის ზონაში (სტაბილური, თუნდაც მცირე ხელფასი), რადგან მე-8 სახლის ენერგია აშინებთ (ის ხომ კრიზისი და სტრესია). დიდი ფული ნიშნავს ძველი სტატუსის სიკვდილს, რისკს, კონტროლის დაკარგვის შიშს და სრულ ტრანსფორმაციას. სანამ მზად არ ხართ კრიზისისთვის და რისკისთვის, დიდი ფინანსური ენერგია თქვენს ცხოვრებაში ფიზიკურად ვერ/არ შემოვა.

📈 როდის იცვლება ჩვენი ფინანსური რეალობა? ფინანსური წარმატებისთვის აუცილებელია ამ ორი სახლის ბალანსი - უნდა იცოდეთ როგორც საკუთარი რესურსის დაფასება (მე-2 სახლი), ისე სხვის ენერგიასთან (ფულთან) მუშაობა და გარისკვა (მე-8 სახლი).

🧱როგორ მუშაობს ეს დინამიკაში? თუ დავსვამთ კითხვას: „როდის შეიცვლება კონკრეტული ადამიანის ფინანსური მდგომარეობა? ეს პროცესი ჰოროსკოპში ასე მუშაობს: როდესაც პროგნოზირებად ჰოროსკოპში (დირექცია, პროგრესია, ტრანზიტი) პლანეტები ზუსტ ასპექტს ქმნიან თქვენი მე-2 ან მე-8 სახლის მმართველ პლანეტებთან (ან უშუალოდ ამ სახლებში მდგომ პლანეტებს ააქტიურებენ). სწორედ ამ დროს თქვენს ცხოვრებაში დგება ფინანსური გამოცდის დრო. ამ პერიოდებში ხდება მოულოდნელი ფინანსური ზრდა, მსხვილი შენაძენი, ან პირიქით - დანაკარგი და ჩავარდნა (გააჩნია კონკრეტულ პირად ჰოროსკოპს და პროგნოზირებად ასპექტებს).

ასევე დაგაინტერესებთ:

„6 წლის ოქროს გოგო!! გილოცავ, ბაბუ...“ - შაი ზივზივაძე იუბილარია

როგორ „დავიმსახუროთ” ხანგრძლივი სიცოცხლე? - ლევან შელეგიას განმარტება

„წინა ჯიბე გავხსენი და ჩემი სიმღერები ჰქონია დისკზე ჩაწერილი, ჩანთით დაჰქონდა...“ - რას წერს ნინი შერმადინი