Digest Logo

„ყველაზე ძლიერი სინასტრიაც კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ურთიერთობა აუცილებლად შედგება“ - რას წერს თამარ ხოსროშვილი

1783970763
თამარ ხოსროშვილი

„რატომ არ არის იდეალური სინასტრია ბედნიერი ურთიერთობის უპირობო გარანტია?“- აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

„ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია ურთიერთობის ასტროლოგიაში. ხშირად ვადებთ ორი ადამიანის რუკას და ვხედავთ სინასტრიას, სადაც თითქმის ყველაფერი ერთმანეთის სასარგებლოდ მუშაობს.

✔️ მთვარის ჰარმონიული კავშირები — როდესაც მთვარეები, ან ერთი ადამიანის მთვარე მეორის მზეს, ვენერას, იუპიტერს ან ასცენდენტს ჰარმონიულ ასპექტში უკავშირდება. ეს ქმნის ემოციური უსაფრთხოების, მიღების, მხარდაჭერისა და ერთმანეთის ბუნებრივი გაგების განცდას.

✔️ მზის ჰარმონიული კავშირები — განსაკუთრებით მზე-მთვარე, მზე-ვენერა, მზე-იუპიტერი, მზე-ასცენდენტი და მზე-დესცენდენტი. ასეთი ასპექტები ურთიერთპატივისცემას, აღფრთოვანებასა და ერთმანეთის პიროვნების დაფასებას აძლიერებს.

✔️ ვენერასა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები ურთიერთობას სითბოს, გულუხვობას, ოპტიმიზმს, სიყვარულის თავისუფლად გამოხატვასა და ერთად ყოფნის სიამოვნებას მატებს. ხშირად სწორედ ეს ასპექტები ამსუბუქებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

✔️ ვენერა-მარსის კავშირები ძლიერი ფიზიკური მიზიდულობის, ქიმიისა და რომანტიკული ინტერესის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

✔️ იუპიტერის დადებითი კავშირები პირად პლანეტებთან, ასცენდენტთან და დესცენდენტთან ხელს უწყობს ურთიერთობის ზრდას, ნდობას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და საერთო განვითარების სურვილს.

✔️ სატურნის ჰარმონიული ასპექტები პირად პლანეტებთან და კუთხეებთან (ASC/DSC, IC/MC) ურთიერთობას სტაბილურობას, პასუხისმგებლობას, ერთგულებასა და ხანგრძლივი განვითარების საფუძველს აძლევს.

✔️ პლუტოს ჰარმონიული კავშირები ურთიერთობას სიღრმეს, ძლიერ ემოციურ კავშირს, ინტიმურობასა და ტრანსფორმაციის პოტენციალს მატებს.

ამავდროულად, სასურველია, სინასტრია არ იყოს გადატვირთული:

• ნეპტუნის რთული ასპექტებით, რომლებიც ხშირად იწვევს ილუზიებს, იდეალიზაციას, ბუნდოვანებასა და ერთმანეთის მიმართ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებას.

• ურანის დაძაბული ასპექტებით, რომლებიც ურთიერთობაში არასტაბილურობას, მოულოდნელ ცვლილებებსა და გრძელვადიან პერსპექტივაში დაშორების რისკს ზრდის.

• არ ჭარბობდეს სატურნის პლუტონის მარსის დაძაბული ასპექტები პირად პლანეტებთან და მნათობებთან.

რა თქმა უნდა, თითოეული ასპექტი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და არც ერთი მათგანი თავისთავად არ განსაზღვრავს ურთიერთობის ბედს. მნიშვნელოვანია სინასტრიის სრული სურათი. მაგრამ… ყველაზე ძლიერი სინასტრიაც კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ურთიერთობა აუცილებლად შედგება. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ეს არის სწორი დრო.

შეიძლება ორი ადამიანი ერთმანეთისთვის შესანიშნავად იყოს თავსებადი, მაგრამ შეხვედრის მომენტში სრულიად განსხვავებულ ცხოვრებისეულ ეტაპზე იმყოფებოდეს. ერთს ურთიერთობისთვის მზადყოფნა ჰქონდეს, მეორეს — არა.

ერთს ჯერ კიდევ წარსული არ ჰქონდეს დასრულებული, მეორე კი ცხოვრების სხვა პრიორიტეტებზე იყოს კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, პროფესიონალური სინასტრიული ანალიზი მხოლოდ ორი ადამიანის თავსებადობის შეფასებით არ შემოიფარგლება.

მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მიმდინარე ტრანზიტების, პროგრესიებისა და ცხოვრების ციკლების შეფასებაც, რადგან ისინი ხშირად გვაჩვენებს, რამდენად მზად არის ადამიანი ახალი ურთიერთობისა და ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყებად. სინასტრია გვაჩვენებს ურთიერთობის პოტენციალს.

ხოლო იმას, გადაიქცევა თუ არა ეს პოტენციალი რეალურ ურთიერთობად, ხშირად სწორედ დრო განსაზღვრავს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წელიწადის 365 დღიდან აქ 200 დღე წვიმს...“ - სამყაროს ყველაზე ნალექიანი მხარე: სოსო ნებიერიძის მოგზაურობა ინდოეთში

⭕ „საოცარი ქალი ხარ“ - რუსა ჩაჩუას ორიგინალური ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები

⭕ 14 ივლისი - ახალი მთვარე კირჩხიბში: ემოციური განახლება და საკუთარ ჭეშმარიტ არსთან დაბრუნება