12 აგვისტო ასტროლოგიურად გამორჩეული დღეა — ლომის ნიშანში ახალი მთვარე და მზის სრული დაბნელება ერთდროულად ხდება, რაც ასტროლოგების შეფასებით ცვლილებების, ახალი დასაწყისებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდად მიიჩნევა.
ამავე პერიოდში აქტიურია პერსეიდების მეტეორული ნაკადიც, ხოლო ცაზე რამდენიმე პლანეტის განლაგება დღის განსაკუთრებულ ასტროლოგიურ ფონს ქმნის.
აღნიშნულ საკითხზე პოსტს ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვიზიარებს:
„12 აგვისტოს ცის კაბადონზე ერთდროულად მოხდება 4 მნიშვნელოვანი მოვლენა დღის განმავლობაში, კერძოდ: სრული მზის დაბნელება, რომელიც გახსნის კარმული დაბნელებების 2-კვირიან კორიდორს და დაიხურება 28 აგვისტოს.
მთვარის დაბნელებით.
ასევე 6 პლანეტის აღლუმი, ერთ ხაზზე განლაგდება: იუპიტერი, მერკური, მარსი, ურანი, სატურნი, და ნეპტუნი, ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში და მეტეორების წვიმა, ანუ ყველაზე კაშკაშა პერსეიდების მარაგი, თავის პიკს მიაღწევს 12-13 აგვისტოს ღამეს და კარგი ხილვადობის პირობებში საათში 100-მდე მეტეორის დანახვა იქნება შესაძლებელი“, - წერს ნინა ხომერიკი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მრავალგზის გეზეიმოთ დიდგორობა ერთიან და უკეთეს საქართველოში!...“ - გიორგი ლობჯანიძე