12 აგვისტოს საქართველო დიდგორობის დღეს აღნიშნავს - 905 წელი გავიდა 1121 წლის დიდგორის ბრძოლიდან, რომელსაც ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში „ძლევაი საკვირველის“ სახელით იცნობენ.
დავით IV აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მოპოვებულმა გამარჯვებამ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას დაუდო საფუძველი და დიდგორი დღემდე ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და თავდადების სიმბოლოდ რჩება.
აღნიშნულ საკითხზე პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე პოსტს აქვეყნებს:
„დიდგორი დასრულებული ისტორია არ არის. ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მომავალი თაობა მაშინაა ღირსეული, როცა მხოლოდ საქართველოს ისტორიიდან კი არ ეცოდინება ფაქტი, არამედ, საკუთარ ცხოვრებაში განაგრძობს მის დაცვას.
ქვეყანა მაშინ არ არის ძლიერი, როცა მხოლოდ წარსული აქვს საამაყო. ქვეყანა ძლიერია მაშინ, როცა მისი შვილები მომავალშიც ქმნიან საამაყო ისტორიას. ერთ დღეს ჩვენი სახელებიც წარსულად იქცევა.
ამიტომ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ მომავალმა თაობამ ჩვენი დროის გახსენებისას სირცხვილი კი არა, სიამაყე იგრძნოს!
მრავალგზის გეზეიმოთ დიდგორობა ერთიან და უკეთეს საქართველოში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: