Digest Logo

„ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდეთ“ – ვის აფრთხილებენ ასტროლოგები

1699190233
ჰოროსკოპი

2024 წელს პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში გადავა. 10 ივლისიდან 15 ივლისამდე ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ თქვენი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ . ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს თარიღი მოინიშნოთ და ზაფხულში შეამოწმოთ.

სასწორი

2024 წლის განმავლობაში ურთიერთობების გაანალიზება მოგიწევთ. წარსულის კვანძი თქვენს ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელი გლობალურ ცვლილებებს გიმზადებთ. ასტროლოგების თქმით, ურთიერთობების გამოცდის მთავარი თარიღი 23 მარტი და 17 ოქტომბერი იქნება. პირველ შემთხვევაში, სავსე მთვარე თქვენს ნიშანში, 17 ოქტომბერს კი ვერძის ნიშანში. ამ დროს შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. საბოლოოდ დაასრულოთ ურთიერთობა, ან საყვარელ ადამიანს დაქორწინებაზე დასთანხმდეთ.

მარტოხელა სასწორებისთვის 17-იდან 20 აპრილამდე და 19-20 მაისს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდნენ.

ტყუპები

2024 წელს ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში შემოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები გელით. შესაძლოა, ეს წელი თქვენი ურთიერთობებისთვის ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდეს. დაქორწინებულ ტყუპებს შედარებით რთული პერიოდი 2024 წლის სექტემბერში ეწყებათ. 18 სექტემბერს სავსე მთვარე თქვენი სტატუსის სექტორში იქნება, რამაც შესაძლოა, პარტნიორთან საბოლოო დაშორების, განქორწინების გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანთან ისაუბროთ, თქვენი წყენებისა და უკმაყოფილების შესახებ ხმამაღლა თქვათ და ურთიერთობის თავისით დალაგებას არ დაელოდოთ.

თევზები

მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. ახლა საბოლოოდ უნდა გადახედოთ იმ ურთიერთობას, რომელიც ერთ ეტაპზეა გაჩერებული – მას განახლება და გაცოცხლება სჭირდება. ან უარი უნდა თქვათ, ან კიდევ განვითარებაზე იფიქროთ. 19-20 მარტსა და 21 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში შესაძლოა, მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც ბედნიერ დღეებს გაჩუქებთ. აღნიშნულ პერიოდებში პლანეტა მერკური, რომელიც თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს მართავს, მომავლის კვანძთან შეერთდება.

დაქორწინებული თევზებისთვის 2024 წლის შემოდგომა შესაძლოა, ერთგვარი გამოცდა იყოს და დაშორებაზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოთ.

მშვილდოსანი

2024 წელს პლანეტა იუპიტერი, რომელიც თქვენს ურთიერთობებს მართავს, ქორწინების სექტორში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს შესაძლოა, რადიკალური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ და დაქორწინება გადაწყვიტოთ. შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით. ამ კუთხით, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი 2024 წლის 26 მაისიდან იწყება.

2024 წლის შემოდგომა კი შესაძლოა, თქვენთვისაც ერთგვარ გამოცდად გადაიქცეს. წარსულის კვანძი სტატუსის სექტორში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულოთ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „სქესიც ვიცით, მაგრამ ჯერ არ გეტყვით“ - ქეთი ხატიაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ რაც მისი ორსულობის შესახებ ალაპარაკდნენ

ალა პუგაჩოვამ რუსეთი ისევ დატოვა, მომღერალი მაქსიმ გალკინთან ერთად ლატვიაშია

🎥 „თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გვიჭირს“ - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

წყარო: epilogi.ge