Digest Logo

🎥 „თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გვიჭირს“ - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1699182250
გარდაცვლილი

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და მე-12 კლასის მოსწავლეს  ნინი ჯონჯარიას ემშვიდობება.

„თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გვიჭირს, ვინც იცნობდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნინი ჯონჯარიას, რომელმაც დაგვიტოვა დიდი ტკივილი და ამოუცნობი სევდა, სევდა ნაადრევად გაფრენილი სიცოცხლის.

ნინი ვინ იცის, რამდენი ფიქრი და ოცნება გქონდა, რატომ გამოაკლდი შენს თანატოლებს? დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახსა და ახლობლებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები უძლურია იმ დიდი მწუხარების გამოსახატავად, რაც შენმა მარადისობაში გადასვლამ გამოიწვია. ყოველთვის გვემახსოვრები ნინი“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„გარეგნული სიმდიდრე მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, უმთავრესია შინაგანი თვისებები, რომლებსაც ცხოვრებაში მოვიპოვებთ “ - მეუფე შიო

არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობა გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში - დაწყებულია გამოძიება

„ოჯახზე უსაზღვროდ შეყვარებული, შვილებზე ტკივილამდე მონატრებული“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა