Digest Logo

„ყველგან გაქვთ წარმატების შანსი და მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი“ - 2024 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1704216420
მიხეილ ცაგარელი

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და ვინ არიან წლის მთავარი ფავორიტები, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან“ საუბრობს.

♈ ვერძი

2024 წელი მათთვის ცუდი არ არის, შეიძლება ითქვას რომ მათ პირველი ნახევარი საინტერესო სიახლეებით ექნებათ დატვირთული, ივნისის შუა რიცხვებამდე, და შუა რიცხვებიდან წლის ბოლომდე.

პირველ ნახევარში აქვთ ფინანსურად გაუმჯობესების შესაძლებლობები, ასევე შეიძლება ძველი საქმეებიდან მიიღოს ფინანსური დივიდენდები. მეორე ნახევარი კი იქნება მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის კარგი და ურთიერთობებს გააუმჯობესებს დებთან, ძმებთან და ნათესავებთან.

წლის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას არ გადატვირთოთ და არ გადაიღალოთ, და კოლეგებთან გამოიჩინეთ სიფრთხილე და ენას კბილი დააჭირეთ. მეორე ნახევარში კი სიფრთხილე გამოიჩინეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

♉ კურო 

ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი წლის. პირველ ნახევარში არ გაქვთ დრო ტყუილად ყოფნის, ყველგან გაქვთ წარმატების შანსი და მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, მეორე ნახევარი არანაკლებ წარმატებულია ფინანსური კუთხით.

წლის პირველ ნახევარში არ იყოთ ჯიუტები პირად ურთიერთობებში და ეცადეთ კონკურსებში და ლატარიები მონაწილეობის მიღებას, მეორე ნახევარში მემკვიდრეობითი საკითხები უმჯობესია არ მოაგვაროთ.

♊ ტყუპები  

წლის მეორე ფავორიტი ნიშანი, რომელსაც აქვს წარმატების უზარმაზარი შანსი, ოღონდ წლის მეორე ნახევრიდან, პირველ ნახევარში არ გათქვათ თქვენი საიდუმლოები, 2024 წლიდან - 2025 წლის ივნისამდე გექნებათ საუკეთესო პერიოდი, წარმატებით იქნება აღსავსე.

პირველ ნახევარში შეიძლება ნათესავებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა, მეორე ნახევრიდან კი ყურადღება მიაქციეთ შვილებთან ურთიერთობას და გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია.

♋ კირჩხიბი

პირველი ნახევარი კარგი მეგობრული ურთიერთობისთვის და თანამშრომლობისთვის. ეცადეთ ინტერნეტთან გქონდათ ხშირი ურთიერთობა, რადგან არის შანსი სწორედ ინტერნეტიდან მიიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ წარმატებას განაპირობებს.

პირველ ნახევარში ფეიქების მიღების ალბათობა გააქვთ მაღალი, და აკონტროლეთ ყველა მიღებული ინფორმაცია. 

წლის მეორე ნახევარი საინტერესოა იმით, რომ შესაძლოა დაინტერესდეთ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური საკითხებით. 

♌ ლომი

შეგიძლიათ თამამად შეასხათ ხორცი თქვენს ამბიციებს. გექნებათ კარიერული ზრდის შესაძლებლობები, წარმატების მიღწევის შანსები. გარდა ამისა, საკმაოდ მომხიბლავი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის - დიდი ალბათობით, ეს ბევრი თქვენგანის პირად ცხოვრებაზე აისახება.

♍ ქალწული

მგზავრობა-მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა წლის პირველი ნახევარი. პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან, სწავლა უცხოეთში, დაამყარებთ ბევრ კონტაქტებს, საიდანაც მიიღებთ ინფორმაციებს. წლის მეორე ნახევარში კი გელით კარიერული წინსვლა, დაწინაურება. თუმცა ივნისამდე ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ.

♎ სასწორი 

2024 წელი სასწორებისთვის მეგობრობისა და მხარდაჭერის წელი იქნება. დრაკონი მოგცემთ საშუალებას, უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი და ძალას შეგმატებთ, რომ თქვენი პროექტების რეალიზაცია შეძლოთ. 

ძალიან საინტერესო დროა პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ერთობლივი ბიზნესის განხორციელებისთვის, ოღონდ ენას კბილი უნდა დააჭიროთ. არ ისაუბროთ იმაზე, რასაც აპირებთ მომავალში. წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით კარგია შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მოგზაურობისა და უცხოელებთან აქტიური კომუნიკაციისთვის. 

♏ მორიელი 

საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის, გინდაც სასიყვარულო კუთხით, გინდაც ქორწინება, ბიზნესი. საინტერესო იდეების განხორციელების შესაძლებლობები გექნებათ. 

♐ მშვილდოსანი  

წარ­მა­ტე­ბე­ბი გე­ლით ბევრ სა­კი­თხში. შე­საძ­ლოა, გა­და­წყვი­ტეთ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბა და არც შეც­დე­ბით. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გა­და­წყვეტთ შექ­მნათ თქვე­ნი სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი.

ყველაფერს მიუჩენთ თავის ადგილს და გახდებით უფრო დისციპლინალურები, რაც საშუალებას მოგცემთ წლის მეორე ნახევარში ჩამოაყალიბოთ კარგი პარტნიორული ურთიერთობები.

♑ თხის რქა 

სიყვარულის დროა. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა ქორწინება, ახალი სასიყვარულო პარტნიორის გამოჩენა, ან ძველი ურთიერთობების მაღალ დონემდე აყვანა. აქტიური მონაწილეობა მიიღეთ ლატარიებში, რადგან წარმატების შანსი გაქვთ მაღალი. წლის მეორე ნახევარში თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, მოაგვარებთ. გააუმჯობესებთ ურთიერთობებს კოლეგებთან. წარმატების ასეთ ტალღაზე არის რისკი, რომ მთლიანად სამუშაოზე გადაერთოთ და დასვენება დაივიწყოთ. მაგრამ დასვენების გარეშე თავი შეიძლება კუთხეში მიიმწყვდიოთ და ინტერესი დაკარგოთ იმის მიმართ, რაც გაღელვებდათ. ვისაც პარტნიორი ჰყავს, ყველაფერი კარგად აეწყობა. მარტოხელები ისწავლიან საკუთარი სტატუსით ტკბობას და სურვილის შემთხვევაში, რომანტიკულ ურთიერთობასაც გააბამენ.

♒ მერწყული

დრაკონის წელს მერწყულები ყურადღებას ახალ მიზნებსა და ინტერესებზე გაამახვილებთ, რომლებიც სამუშაოს არ უკავშირდება. სამშობლოს დროა, ამიტომ წარმატების ყველაზე დიდი შანსი სამშობლოში გაქვთ. მოაგვარებთ საყოფაცხოვრებო საკითხებს, მოაწყობთ ლამაზ დიზაინს, გადაწყვეტთ მემკვიდრეობით საკითხებს. ნათესავებთან ურთიერთობებს აუმჯობესებთ. მათი თანადგომა კი თქვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. წლის მეორე ნახევარი კი კარგია ლატარიებში და კონკურსებში გამარჯვებისთვის. აუმჯობესებთ სასიყვარულო, შვილებთან ურთიერთობებს და როგორც ლიდერი, ახლებურად წარმოაჩენთ თქვენს თავს.

♓ თევზები  

პირველი ნახევარში დაამყარეთ მაქსიმალური კონტაქტები, აწარმოვეთ მოლაპარაკებები, პარტნიორებთან ურთიერთობები, ისწავლეთ, მიიღეთ ინფორმაცია. 

პირველი ნახევარში დაამყარეთ მაქსიმალური კონტაქტები, აწარმოვეთ მოლაპარაკებები, პარტნიორებთან ურთიერთობები, ისწავლეთ, მიიღეთ ინფორმაცია. წლის მეორე ნახევარი კი კარგია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. 
  

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ბავშვები და ოჯახები, რომლებიც 2023-მა წელმა გვაჩუქა - სელებრითების წლის კარგი ამბები

🎥 ლეგენდარული სიმღერა Felicita, ნანუკა ჟორჟოლიანის და ვანიკო თარხნიშვილის შესრულებით

🔵🎥 ოთოს, ანასტასიას და ნიკოლოზის „ფიფქებო“ და მოხიბლული მსმენელი