Digest Logo

„ზედაპირული რომანები და მსუბუქი ფლირტი უკანა პლანზე გადადის...“ - ვენერა მორიელში: რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

1789288802
რამაზ გიგაური

ვენერას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ურთიერთობებსა და ფინანსურ სექტორში ღრმა, ტრანსფორმაციულ ეტაპს იწყებს.

ასტროლოგების თქმით, ეს პერიოდი ზედაპირულ გრძნობებსა და ნახევარზომებს არ მოითმენს — წინ ვნებების, ფინანსური გადაფასებებისა და ხელახალი დაბადების პერიოდი გველოდება.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:

„10 სექტემბერს, სიყვარულის, ჰარმონიისა და ფინანსების მმართველი პლანეტა მორიელის ნიშანში გადავიდა. წელს ეს ტრანზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მისი ხანგრძლივობა თითქმის ოთხ თვეს მოიცავს.

რეტროგრადული მარყუჟის გამო, პლანეტა დროებით სასწორში დაბრუნდება და მორიელს საბოლოოდ 2027 წლის 7 იანვარს დატოვებს.

მორიელი წყლის ნიშანია, რომელიც შინაგან ბრძოლას, საიდუმლოების გახსნას, ძალაუფლებას, კონტროლს, ვნებასა და ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას მართავს. ამიტომ, ვენერას ჰარმონია გაცილებით მყარ ხასიათს შეიძენს (მორიელი ფიქსირებული ნიშანია). გარდა ამისა, სილამაზის ძიებისა და მოლაპარაკების სურვილი სიღრმისეული განცდით, ძიებითა და ყველაფრის რადიკალურად შეცვლის სურვილით ჩანაცვლდება.

ვენერას ინგრესიის ქრონოლოგია

📅 10 სექტემბერი - 3 ოქტომბერი: ვენერას მორიელში პირველი შესვლა. ინტენსიური ემოციისა და ფინანსური საკითხების გააქტიურება. ახალი იმპულსები სიყვარულსა და ბიზნესში.

🔄 3 ოქტომბერი - 25 ოქტომბერი: ვენერას რეტროგრადული მოძრაობა მორიელში. წარსულის ემოციური კავშირებისა და ძველი ფინანსური თემების ამოტივტივება. ამ ყველაფერში შეცდომების დაშვება ან მათი გამოსწორება.

⚖️ 25 ოქტომბერი - 4 დეკემბერი: ვენერა უკან, სასწორის ნიშანში ბრუნდება (14 ნოემბერს რეტროგრადულ სვლას ასრულებს). დარღვეული ბალანსის, ძველი შეთანხმებებისა და პარტნიორული ურთიერთობების გადახედვა-გაანალიზება.

🦂 4 დეკემბერი - 7 იანვარი (2027): ვენერა მეორე (დირექტრიულად) შესვლა მორიელში. შინაგანი ტრანსფორმაციის დასრულება და განახლებული რეალობის მიღება. იმ პროცესების დასრულება ან დასტაბილურება მაინც, რომლის დაწყება სექტემბრის მეორე და მესამე დეკადაში მოხდა.

❤️ სიყვარული და ემოციური კავშირები

ამ პერიოდში ზედაპირული რომანები და მსუბუქი ფლირტი უკანა პლანზე გადადის, რადგან კარგავს თავის სილამაზესა და ხიბლს. ადამიანებს სიღრმისეული გრძნობების განცდის ძლიერი სურვილი უჩნდებათ. საინტერესო ხდება ის „საბედისწერო“ კავშირი, სადაც ადამიანი ემოციური თვალსაზრისით, სრულად იხსნება და რაც მთავარია, შესაძლებელი ხდება, პარტნიორისთვის თავის შეწირვა.

რეტროგრადული ფაზა კი იმაზე მიანიშნებს, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წარსული რაიმე ფორმით თავს იჩენს. შესაძლოა ეს იყოს ძველი პარტნიორის რაიმე ფორმით დაბრუნება, ძველი კავშირების აქტივაცია, წარსულის ანარეკლების დანახვა. ბუნებრივია, იმატებს მიმზიდველობა და ქარიზმა, ამის გამო ურთიერთობებში  უზარმაზარი ენერგიის დაგროვება და გამოთავისუფლება ხდება შემოდის. ქალებისთვის ეს განსაკუთრებით კარგი დროა ძველი გრძნობების გასაახლებლად ან სრულიად ახალი, ემოციური ურთიერთობების დასაწყებად.

⚠️ ფსიქოლოგიური გამოწვევები ეჭვიანობა და კონტროლი:

მორიელში ვენერა გამოძევებულ პოზიციაშია, რაც სუსტ მდებარეობად ითვლება. ამ დროს პლანეტა მტრულ, მისთვის სრულიად უცხო ნიშანში იმყოფება. მას თავისი ბუნებრივი ინსტრუმენტები არ გააჩნია. ვენერას შემთხვევაში, რომელიც მშვიდი, სილამაზის, სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტაა, მორიელის სიღრმისეულ, მეომრულ, ეჭვიან და ექსტრემალურ სივრცეში შედის. მას წონასწორობისა და ჰარმონიის დამყარება სურს, თუმცა მას „თვითგადარჩენა“ უწევს, ამიტომ ის რადიკალური და უნდობი ხდება. ეს დაახლოებით წააგავს, ფილმის ლამაზ და გაწონასწორებულ პერსონაჟს, რომელიც ურთულეს გარემოში მოხვდა და გადარჩენისთვის ბრძოლაში, უამრავი „დემონური“ თვისების გამოვლენა მოუხდა.

ვენერას მორიელში ინგრესიის დროს მკვეთრად ძლიერდება მესაკუთრეობა და ეჭვიანობა. ეს განსაკუთრებით თავს იჩენს რეტროგრადულობის პერიოდში, როდესაც შესაძლოა ძველმა წყენებმაც იჩინოს თავი. ეს კი იოლად გადაიზრდება დესტრუქციულ ქცევებში. ურთიერთობის გადასარჩენად აუცილებელია ფსიქოლოგიურ თამაშებსა და ფარულ მოქმედებებზე თქმა და ნდობის გამყარება.

საიდუმლოებები და ტაბუ: მორიელის ენერგია ფარული, ზოგჯერ აკრძალული კავშირებისკენ მიდრეკილებას ბადებს. ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ მოხდეს ამგვარი არჩევნის გრძელვადიანი შედეგების გააზრება, რადგან რეტროგრადულ პერიოდში შესაძლოა, ბევრი რამ გამჟღავნდეს.

💰 ფინანსები და რესურსები

ვინაიდან ვენერა ფინანსებს მართავს და მორიელიც გარკვეულწილად ფინანსური ნიშანია, ამ პერიოდშ ფულის შოვნის შესაძლებლობების და ახალი პერსპექტივების დანახვის უნარიც იზრდება (მათ შორის, კრიპტოვალუტის მიმართულებით). ეს ძალიან კარგი პერიოდია, ბიზნესის განვითავრებისთვის და ბაზრის შესწავლისთვის, თუმცა 3 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე დიდი ვალდებულებების აღების კუთხით აუცილებელი იქნება სიფრთხილის გამოჩენა.

ვალები და სესხები: დღის წესრიგში დაბრუნდება ძველი ვალების ამოღების, სესხების აღების ან გადახდის, ასევე ალიმენტის ან მემკვიდრეობის მიღების თემები. ვენერას ეს პოზიცია მიანიშნებს საგადასახადო პრობლემებისა და ფინანსური დავების მოულოდნელი, მაგრამ ეფექტიანი გზით მოგვარებაზე.

რისკების მართვა: ფინანსურ თუ ემოციურ საკითხებში რისკზე წასვლის სურვილი იმატებს. მსხვილ ბიზნესთან დაკავშირებული სიტუაციები სიფრთხილეს და კარგად დაფიქრებას ითხოვს, განსაკუთრებით კი, ფარული ფინანსური მექანიზმების მიმართ, რომელიც შესაძლებელია მომავალში გააქტიურდეს.

🌿 თვითგამოხატვა და ტრანსფორმაცია

ეს თვეები როგორც გარეგნული, ისე შინაგანი ცვლილებისთვის და ტრანსფორმაციისთვის იდეალური პერიოდია. ეს ეხება ძველი, ნეგატიური ჩვევების მოცილებას - იგივე ალკოჰოლთან ან ნარკოტიკთან დამოკიდებულებასთან ბრძოლის დაწყება, კვების რეჟიმის შეცვლა და ა. შ გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ურთიერთობები დასრულება და საერთოდ, ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვლა. საგრძნობლად იზრდება ინტერესი ფსიქოლოგიის ა და ეზოთერიკის მიმართ. ეს ძალიან კარგი პერიოდია ფსიქოთერაპიის დაწყება-განახლებისთვის, რადგან ადამიანები ქვეცნობიერში არსებულ შიშებსა და ემოციურ ტრავმებს ბევრად უფრო იოლად გაუმკლავდებიან.

ვისზე იმოქმედებს ეს ინგრესია ყველაზე მეტად?

მორიელებზე, კუროებზე, ლომებსა და მერწყულებზე (ფიქსირებული ჯვარი): მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი (შეიძლება, რადიკალურიც) ფინანსური და სასიყვარულო გარდაქმნები დაიწყება.

სასწორებზე: რადგან რეტროგრადული მარყუჟის გამო ვენერა მათ ნიშანში ბრუნდება, მათ წარსულში დარჩენილი ურთიერთობების ხელახლა გადახედვა და გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოუწევთ.

იმ ადამიანებზე: ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა, მარსი ან სტელიუმი (სამი ან მეტი პლანეტის შეერთება) მორიელში აქვთ განთავსებული, ანდა პირად ჰოროსკოპში, მე-8 სახლის ძლიერი გავლენა აქვთ“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ

⭕კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

🎥 დედა-შვილის მხიარული ინტერვიუ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს