Digest Logo

„ზედაპირზე ამოვა დაგროვილი წყენა, დაუმუშავებელი ტკივილი, ეჭვი და დაკარგვის შიშით გამოწვეული კონტროლის სურვილი“ - თამარ ხოსროშვილი სავსემთვარეობაზე

1777298797
თამარ ხოსროშვილი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ  1-ელ მაისს, თბილისის დროით 21:22 საათზე, სავსემთვარეობის პიკია მორიელის 11°20′ გრადუსზე.

მისი თქმით, ეს დღე ემოციურად საკმაოდ ინტენსიური შეიძლება იყოს, რადგან ზედაპირზე ამოვა დიდი ხნის დაგროვილი წყენა, დაუმუშავებელი ტკივილი, ეჭვი და დაკარგვის შიშით გამოწვეული კონტროლის სურვილი:

მორიელი ფიქსირებული წყალია - აქ ემოციები არ ქრება, ისინი ღრმავდება, ფიქსირდება და დიდხანს რჩება. ამიტომ ეს ენერგია გვაიძულებს, შევხედოთ იმას, რასაც თავს ვარიდებდით, დავამუშაოთ ის, რაც შიგნით დაგვიგროვდა. მთვარე მორიელში ტრადიციულად დაცემაში ითვლება, ამიტომ ამ პერიოდში განცდები შეიძლება იყოს განსაკუთრებით ძლიერი და რთულად გამოსახატავი.

კურო–მორიელის ღერძზე ეს სავსემთვარეობა გვთხოვს ბალანსს. ერთ მხარეს დგას კუროს სიმყარე, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ის ხელშესახები საფუძველი, რაც უკვე შევქმენით, მეორე მხარეს კი მორიელის სურვილი, განვიცადოთ შინაგანი ტრანსფორმაცია - გავუშვათ ძველი, გადავლახოთ შიშები და განვახლდეთ.

ამ სავსემთვარის მთავარი გზავნილი შეიძლება იყოს: შეიცვალო ისე, რომ საკუთარი საყრდენი არ დაკარგო;

გარდაიქმნა ისე, რომ ფესვები შეინარჩუნო.

მორიელი გვეკითხება, რის ფასად ვინარჩუნებთ კონტროლს, ხოლო კურო გვახსენებს, რას ვეყრდნობით სინამდვილეში.

სავსემთვარეობა ყოველთვის რაღაცის გამოკვეთას, დასრულებასა და გაცნობიერებას უკავშირდება. ის ანათებს იმას, რაც აქამდე ჩრდილში იყო დარჩენილი, ამიტომ ახლა უფრო ნათლად შეიძლება დავინახოთ ჩვენი ემოციები, ურთიერთობები და ის პროცესები, რომლებიც უკვე კულმინაციის ეტაპზეა მისული. ფონურ ენერგიას აძლიერებს ისიც, რომ მზე და მთვარე ფართო კვადრატში არიან სტაციონარულ პლუტონთან.

ეს ზრდის შინაგან წნეხს, ძალაუფლების თემებს, აკვიატებას და გარდაუვალი ცვლილების განცდას. შეიძლება მკაფიოდ დავინახოთ, სად ვართ ჩარჩენილი და რას ვეჭიდებით. სტაციონარული პლუტონის ენერგია განსაკუთრებით კონცენტრირებული და ძლიერია.

პლუტონი მორიელის თანამმართველადაც ითვლება, ამიტომ ამ სავსემთვარეობის ტრანსფორმაციული მუხტი საგრძნობლად ძლიერდება. ეს დღეები ბევრისთვის საკუთარ თავთან სერიოზული საუბრის დრო გახდება: რას ვეღარ ვიტანთ, რას ვერ ვუშვებთ და რა უკვე დასრულდა.

♉️♌️♏️♒️განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობენ ამ ლუნაციას ფიქსირებული ნიშნების წარმომადგენლები — მორიელი, კურო, ლომი და მერწყული, უფრო მეტად კი, თუ პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტები ან კუთხეები აქვთ 8°-დან 14° გრადუსამდე.

ამ დღეებში დამატებით იგრძნობა ისიც, რომ მორიელის ტრადიციული მმართველი მარსი ვერძში მოძრაობს და ქმედებას, სისწრაფესა და დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვს. ამიტომ ემოციური ფონი შეიძლება ადვილად გადავიდეს გაღიზიანებასა და იმპულსურობაში.

სასურველია, მოერიდოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, დაძაბულ საუბრებსა და იმპულსურ კონფლიქტებს.

უმჯობესია ენერგია მიმართოთ ფიზიკურ აქტივობაში, განმარტოებაში, წყლის სტიქიასთან კავშირში, დასვენებაში ან იმაზე დაფიქრებაში, რას ითხოვს თქვენგან ეს პერიოდი შინაგანად“, - წერს თამარ ხოსროშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მარიამ შენგელია იტალიაში მოგზაურობს - „ულამაზესი ხარ, ბედნიერი დასვენება“

ახალი შესაძლებლობები, ტექნოლოგიური განახლება, მანიპულაციების საფრთხე, არასტაბილური ენერგეტიკა - კვირის ნუმეროლოგიური პროგნოზი

„არ ღირს სასწრაფო და მკვეთრი ვადების მქონე საქმეების გადაწყვეტა“ - 27 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით