Digest Logo

ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2-წლიანი კარმული გამოცდების შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვლება - ასტროლოგები ასახელებენ

1789021131
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

2-წლიანი კარმული გამოცდების შემდეგ ზოდიაქოს ორ ნიშანს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება. რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება და მათ, როგორც იქნა, ამოსუნთქვისა და სიმშვიდის შესაძლებლობა ეძლევათ.

შესაძლოა, ბოლო პერიოდი სტრესით იყო სავსე, აგვისტოში მომხდარმა ორმა მძლავრმა დაბნელებამ კი პროცესები კულმინაციამდე მიიყვანა. ასტროლოგების თქმით, ამ პერიოდმა ხანგრძლივ კარმულ ციკლებს წერტილი დაუსვა. სექტემბერში ვითარება თანდათან გაუმჯობესდება, რაც განსაკუთრებით ზოდიაქოს ორ ნიშანზე აისახება:

♉ კურო

2024 წლიდან სერიოზული ტრანსფორმაციის ეტაპს გადიხართ. ამ პერიოდში არაერთი ეჭვი გაწუხებდათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. სამომავლო გეგმების წინასწარ გაწერა თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ბოლო წლებში თქვენი სამოქმედო მიმართულება ხშირად ბუნდოვანი იყო.

სექტემბერში ბევრ საკითხს საბოლოოდ მოეფინება ნათელი. მნიშვნელოვანია, ბოლო წლების სირთულეებს თქვენი მოტივაცია არ შესწიროთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეიტანოთ.

10 სექტემბერს ვენერა მორიელის ნიშანში გადავა, რაც თქვენს რომანტიკულ ცხოვრებაში მეტ ვნებასა და სულიერი სიახლოვის შესაძლებლობას შემოიტანს. იმავე დღეს ურანი ტყუპების ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, რაც ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვისა და მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ.

♏ მორიელი

უსასრულო გამოცდებისა და კარმული გაკვეთილების პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე 2024 წლიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა, დასასრულს უახლოვდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაბრკოლებებს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებოდით - პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული, კარიერით დამთავრებული.

სექტემბრიდან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ბევრი საკითხი უფრო მარტივად დალაგდება. 10 სექტემბერს ვენერა თქვენს ნიშანში გადავა, რაც ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსურ საკითხებში. განსაკუთრებით შესამჩნევი შესაძლოა, სწორედ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გახდეს - პერიოდი, რომელიც ბოლო წლებში უამრავ გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული, თანდათან დასრულდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე იშვიათი და ძვირფასი საჩუქარი ამქვეყნად არის ადამიანი...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ საქართველოს 17 - წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ბაქოში ორჯერ დაამარცხა

⭕ ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

წყარო: www.beaumonde.ge