Digest Logo

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ივნისი ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელი თვე იქნება

1778739815
ფინანსები და ჰოროსკოპი

2026 წლის ივნისში პლანეტები იშვიათ ფინანსურ კონფიგურაციას ქმნიან. მთელი თვის განმავლობაში საღამოს ცაზე ვენერა კაშკაშებს, ივნისის შუა რიცხვებიდან კი მას იუპიტერი შეუერთდება, რომელიც ლომის ნიშანშია. სწორედ პლანეტების ეს წყვილი მსხვილ გარიგებებს, კარიერულ წინსვლასა და ბედისგან მოულოდნელ მატერიალურ სიკეთეს გზას გაუხსნის.

ასტროლოგები იმ სამ ნიშანს გამოყოფენ, რომლებიც ფულადი ნაკადების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი) ​

კუროებისთვის ივნისი პერსონალური ძალისა და უპირატესობების გამოვლენის თვეა. ვინაიდან მარსი მთელი თვის განმავლობაში თქვენს ნიშანშია, იგი ფინანსური მიღწევებისთვის საჭირო მძლავრი ენერგიით მოგამარაგებთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი მაქსიმუმს მიაღწევს და ვარსკვლავები ამ ამბიციების რეალიზებაში ხელს შეგიწყობენ. წარმატების გასაღები მოთმინებასა და თანმიმდევრულობაშია. იმოქმედეთ გააზრებულად, არ აჰყვეთ იმპულსებს და ფინანსური დივიდენდები იქ დაგროვდება, საითკენაც ძალისხმევას მიმართავთ. ​ 

რეკომენდაცია: ივნისის პირველი ნახევარი ხელფასის მატებაზე მოლაპარაკებებისა და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებების გაფორმებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ძველი საბანკო ბარათები, ანგარიშები და შემოსავლის მივიწყებული წყაროები დეტალურად შეამოწმეთ - შესაძლოა, შედეგმა სასიამოვნოდ გააოცოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

​სწორედ კირჩხიბებისთვის იხსნება ივნისში ე.წ. "ოქროს სარკმელი". 30 ივნისამდე ბარაქის სიმბოლო - იუპიტერი უშუალოდ თქვენს ნიშანში იმყოფება, რაც 12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება. ეს უიშვიათესი ტრანზიტი შემოსავლების ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მიღებას განაპირობებს. ივნისში მიღწეული ფინანსური შეთანხმებები თქვენს კეთილდღეობაზე კიდევ მრავალი თვის განმავლობაში იმუშავებს. ​

რეკომენდაცია: საკუთარი ჰობის მონეტიზაციასა და პარალელურ პროექტებში ჩართვაზე უარს ნუ იტყვით. რაც უფრო შესაძლებლობა გამოიყენებთ, მით უფრო მეტად გაიზრდება თქვენი ბიუჯეტი.

​თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი) ​

თხის რქა ფინანსურ კეთილდღეობას სტაბილურობისა და გააზრებული სტრატეგიის მეშვეობით მოიპოვებს. კირჩხიბის ნიშანში მყოფი იუპიტერი თქვენს ზოდიაქოსთან ხელსაყრელ ოპოზიციას ქმნის, რაც პერსპექტიული პარტნიორული გარიგებებისა და საქმიანი ალიანსებისკენ ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ. ივნისში წარმატება იმ თხის რქებს ელის, რომლებიც პასუხისმგებლობას არ გაურბიან და გონივრულ რისკზე მიდიან.

​რეკომენდაცია: 25 ივნისი განსაკუთრებული თარიღია - ვენერასა და სატურნის ჰარმონიული ასპექტი შემოსავლის ახალი წყაროების გაჩენასა და მოგებიან ინვესტიციებს წაახალისებს. მნიშვნელოვან დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებს ხელი სწორედ ამ დღეს მოაწერეთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გარდამტეხი ასტროლოგიური პერიოდი...“ - ეზოტერიკოსის გაფრთხილება ტყუპების ნიშანს!

🎥 როგორ არ დავიტოვო ბრაზი გულში? - ნუცა შანშიაშვილი მარტივ გამოსავალს გვასწავლის

🎥 „ერთი სურვილი რომ მქონდეს, მოვაშორებდი გარდატეხის ასაკს, ხმა დამიბოხდა...“ - რას ამბობს ნიკოლოზ ხარატი

წყარო: www.beaumonde.ge