Digest Logo

🎥 „ერთი სურვილი რომ მქონდეს, მოვაშორებდი გარდატეხის ასაკს, ხმა დამიბოხდა...“ - რას ამბობს ნიკოლოზ ხარატი

1778736653
ნიკოლოზ ხარატი

მომღერალი ნიკოლოზ ხარატი, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ გაიცნო, 15 წლისაა. მან „რუსთავი 2“-თან გარდატეხის ასაკზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული პერიოდი საერთოდ არ მოსწონს, რადგან ხმა დაუბოხდა:

„ერთი სურვილი რომ მქონდეს, შევცვლიდი იმას, რომ მოვაშორებდი გარდატეხის ასაკს. სცენაზე რომ გავდივარ, მახსენდება, ის პატარა ნიკოლოზ ხარატი, რომელიც იყო 3 წლის და მივიდა დავით არჩვაძის სტუდიაში. თავიდან დედა გაესაუბრა და უთხრა, ძალიან პატარაა ეს ბავშვი და ვერ მივიღებთო, ერთი ვცადოთო და ვუმღერე მისი საავტორო სიმღერა „ღმერთი არის სიყვარული“.

გაგიჟდა კაცი, ვაიმე, ამას დიდები ძლივს მღერიანო და ამის შემდეგ დავდიოდი.

ისე არ მომეწონა გარდატეხის პერიოდი, ხმა დამიბოხდა, ამოვიღებდი მაგ პერიოდს“, - ამბობს ნიკოლოზ ხარატი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მაისს საქართველოში

„სხეულზე დაზიანება, დაავადება, უსიამოვნებები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან“ - 14 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„ერთ-ერთი ყველაზე რთული და დაძაბული ახალმთვარეობა შეიძლება იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში“ - ხათუნა ნოელი ახალმთვარეობაზე