Digest Logo

🎥 როგორ არ დავიტოვო ბრაზი გულში? - ნუცა შანშიაშვილი მარტივ გამოსავალს გვასწავლის

1778738082
ნუცა შანშიაშვილი

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

ამჯერად მომღერალმა ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც გვასწავლის, როგორ არ დავიტოვო ბრაზი გულში:

„იმ დღეს მომწერა ქალბატონმა, როდესაც აფექტში ხარ და გინდა, ადამიანს რაღაც უთხრა, რა უნდა გააკეთო მაგ შემთხვევაშიო?

დაიმახსოვრეთ! არ შეიძლება ბრაზის და ნეგატივის შენახვა შიგნით, რადგან ეს პირდაპირი დარტყმაა შენს ორგანოებზე. ბევრი ადამიანი არ არის ღირსი შენი ბრაზის, დამიჯერე. 

როდესაც ადამიანზე ბრაზდები, ესე იგი შენ მას დიდ პატივს სცემ, ამიტომ არავინ არის ამის ღირსი. ეს შენი ენერგიაა, ძვირფასი ენერგია. 

რა გააკეთო, რომ ბრაზის დროს ორგანოები არ დაგიზიანდეთ? მარტივია, გადი ქუჩაში, გაიტანე თეფში, დაახეთქე და გატეხე“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთი სურვილი რომ მქონდეს, მოვაშორებდი გარდატეხის ასაკს, ხმა დამიბოხდა...“ - რას ამბობს ნიკოლოზ ხარატი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მაისს საქართველოში

„სხეულზე დაზიანება, დაავადება, უსიამოვნებები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან“ - 14 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით