თებერვალში ბევრი ადამიანი დაწყებული საქმეების საბოლოოდ დასრულებასა და ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყებას შეძლებს. ძველი სურვილები, მიზნები კვლავ გააქტიურდება და შესაძლოა, ის, რაც ადრე მიუწვდომელი იყო, ახლა მარტივად გამოგივიდეთ.
ამ თვეში ბევრი ოცნება ახდება, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოულოდნელი სიურპრიზი არ იქნება. ერთგვარი ჯაჭვი გახდება და ადამიანები თავიანთი შრომის, მონდომების შედეგს დაინახავენ.
კუროს, ლომისა და თევზების წარმომადგენლებს, ამ კუთხით, ნამდვილად გამორჩეული პერიოდი ელოდება:
კურო
თებერვალი გაძლევთ შანსს, დაიწყოთ იმ სურვილების განხორციელება, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. ეს მოულოდნელი, სპონტანური გადაწყვეტილება არ იქნება. ეს თვე გიბიძგებთ, საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯები და დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო, მოტივაცია, შემართება არ გყოფნიდათ. 2026 წლის ზამთრის ბოლო თვე სტაბილურობის შეგრძნებას მოგცემთ და ზუსტად გეცოდინებათ, რას და რატომ აკეთებთ. ეჭვები კი საბოლოოდ გაქრება.
თებერვალი არა ფეიერვერკის, უეცარი სიხარულის, არამედ გააზრებული ნაბიჯების გადადგმისა და ამ გზით, ოცნებების ასრულების თვეა.
ლომი
თებერვალი თქვენთვის ნამდვილად ოცნებების ასრულების თვეა. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მიიღოთ აღიარება, შეთავაზება ან შესაძლებლობა, რომელზედაც ოდესღაც მთელი გულით ოცნებობდით და არც კი გჯეროდათ, რომ რეალობად გადაიქცეოდა. განსაკუთრებით წარმატებული იქნება თვითრეალიზაციასთან, კრეატიულობასთან, პიროვნულ ბრენდინგთან და სიყვარულთან დაკავშირებული სურვილები. ბევრი რამ მოხდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც თქვენში იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე ჩვეულებრივ აჩვენებდით.
ეს თვე გაძლევთ შესაძლებლობას, თამამად გამოხატოთ თქვენი იდეები, იყოთ თავდაჯერებული და მიიღოთ ის, რაზედაც დიდი ხანია, ფიქრობთ.
თევზები
როგორც ასტროლოგები ამბობენ, თებერვალში თევზების ინტუიცია გაძლიერდება, ოცნებები კი შესაძლოა, ზუსტად იმ სცენარით ასრულდეს, როგორც გონებაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმოგედგინათ და გეგმავდით. დიდი შანსია, რომ სიყვარულთან, შემოქმედებითობასთან, ძველ საქმეებთან და წამოწყებებთან დაკავშირებული ოცნებები ახდეს და სიხარული მოგიტანოთ. საინტერესო შეხვედრები და ისეთი მოლაპარაკებები გელით, რომლებიც სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ.
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მიჰყევით იმ გზას, რომელსაც თავად თვლით სწორად. ეს სიცხადის, მიზნების კარგად გააზრებისა და შემდგომ მათი განხორციელების ეტაპია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕2026 წლის სააღდგომო მარხვის კალენდარი - როგორ უნდა მოვემზადოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
🎥 „მაპატიე ბებო ცოცხალს რომ ვეღარ ჩამოგისწარი...“ - „ტოჩინოშინი“ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს
წყარო: www.beaumonde.ge