როდის იწყება წინასააღდგომო მარხვა და რა უნდა გავითვალისწინოთ? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს წმინდა ბარბარეს ტაძრის ოფიციალური გვერდი ქვეყნებს:
„2026 წლის სააღდგომო მარხვის კალენდარი.
აღდგომის მარხვა იწყება 23 თებერვალს და დასრულდება 12 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით.
აღდგომის დიდ მარხვას წინ უსწრებს მოსამზადებელი პერიოდი.
1-ელი თებერვალი (კვირა) არის მეზვერისა და ფარისევლოს კვირა. 2 თებერვლიდან 9 თებერვლამდე არის მსგეფსი, ხსნილია ყოვლითურთ ოთხშაბათი - პარასკევის ჩათვლით.
8 თებერვალი ( კვირა) უძღები შვილის კვირა.
9 თებერვლიდან 16 თებერვლამდე არის ხორციელის კვირა, ( ოთხშაბათი - პარასკევი მარხვა).
15 თებერვალი ( კვირა) საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე და მირქმის საუფლო დღესასწაული.
16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით არის ყველიერის კვირა, ( მთელი კვირის მანძილზე დასაშვებია რძის ნაწარმი, კვერცხი და თევზი). ყველიერის სამშაბათ საღამოს (17.02) ოთხშაბათ დილით (18.02) ხუთშაბათ საღამოს (19.02) და პარასკევს დილით (20.02) იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
22 თებერვალი ადამის სამოთხიდან განდევნის კვირა. მიტევების კვირა.
22 თებერვლის საღამოდან იწყება ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა მთელი მარხვის მანძილზე, ვნების შვიდეულის ოთხშაბათი დღის ჩათვლით (კვირა საღამოდან პარასკევის დილის ჩათვლით).
23-დან 26 თებერვლის ჩათვლით იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი.
1-ელი მარტი, მარხვის I კვირა მართლმადიდებლობის ზეიმი.
8 მარტი, მარხვის II კვირა, წმ. გრიგორი პალამას ხსენების დღე.
15 მარტი, მარხვის III კვირა ჯვრის თაყვანისცემის კვირა .
22 მარტი, მარხვის IV კვირა, წმ. იოანე კლემაქსის (კიბის აღმწწრელის) ხსენების კვირა.
28 მარტი , (შაბათი ) ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი.
29 მარტი, მარხვის V კვირა წმ. მარიამ ეგვიპტელის ხსნებების დღე.
4 აპრილი , ლაზარეს შაბათი. ხსნილია თევზით.
5 აპრილი, მარხვის VI კვირა ბზობა - ბაიაობა , უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ხსნილია თევზით.
7 აპრილი ხარების დიდი დღესასწაული (ხსნილია თევზით).
6 აპრილიდან 12 აპრილამდე ვნების კვირეული.
9 აპრილი დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობა და 12 ვნების სახარების კითხვა.
10 აპრილი დიდი პარასკევი( წითელი პარასკევი) უფლის გარდამოხსნა.
მარხვის პერიოდში მიცვალებულთა ხსენების დღეები:
- ხორციელის შაბათი - 14 თებერვალი
- დიდმარხვის II შაბათი - 7 მარტი
- დიდმარხვის III შაბათი - 14 მარტი
- დიდმარხვის IV შაბათი - 21 მარტი
უფალმა მოგმადლოთ მარხვა სინანულისა , აღდგომა სიხარულისა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მაპატიე ბებო ცოცხალს რომ ვეღარ ჩამოგისწარი...“ - „ტოჩინოშინი“ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს
⭕„შაქრით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას“ - რას წერს დერმატოლოგი