Digest Logo

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 30 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული იქნება

1746004949
დღე და ჰოროსკოპი

მიმდინარე დღეები ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. კერძოდ, 30 აპრილს პლანეტა ვენერა ცეცხლოვან ვერძის ნიშანში ბრუნდება და ბედნიერი მოვლენების ჯაჭვს იწყებს. 2 მაისს მისტიკურ პლანეტა ნეპტუნს შეუერთდება, რაც სურვილების ასასრულებლად იდეალურ პირობებს შექმნის. 4 მაისს კი პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს პერიოდი კი შინაგან ტრანსფორმაციასა და ცვლილებების სურვილს გამოიწვევს.

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 30 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდი წარმატებული და იღბლიანი იქნება:

თევზები

თქვენი კრეატიულობა ახლა ყველა დროის მაქსიმუმზეა. 2 მაისს ვენერასა და ნეპტუნის შეერთება ხელოვნების მეშვეობით ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმავალ გზას გაგიხსნით. შესაძლოა, ახალი პროექტები ან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ. მოინიშნეთ ყველა იდეა და იფიქრეთ საკუთარ მიზნებზე. შესაძლოა, თქვენი ოცნებები იმაზე მალე ახდეს, ვიდრე ახლა ფიქრობთ.

ლომი
 
ვერძის ნიშანში პლანეტა ვენერას გადასვლა თქვენს ფინანსურ სექტორს ააქტიურებს და შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი სრულიად მოულოდნელად მიიღოთ. მიმდინარე დღეებში ენერგიისა და მოტივაციის გაზრდას იგრძნობთ, რაც საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოხატვაში დაგეხმარებათ. მიჰყევით იმას, რაც გულწრფელად გაინტერესებთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

ტყუპები

მოემზადეთ მსოფლმხედველობის სრულად შეცვლისთვის! რეტროგრადული პლუტონი გიბიძგებთ, ცხოვრებისეულ მიდგომებსა და ღირებულებებს გადახედოთ და საბოლოოდ ისწავლოთ შეცდომებზე, გაძლიერდეთ, გახდეთ მეტად თავდაჯერებული და პირველ რიგში, საკუთარ თავს მოუსმინოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაგრამ სასიამოვნო მოვლენა მოტივაციას კიდევ უფრო გაგიზრდით. ნუ მიეჯაჭვებით ძველ გეგმებს. დაიწყეთ იმის გაკეთება, რაც ახლა გსურთ და წარმატებაც არ დააყოვნებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

სოფელ თელეთში 27 წლის თორნიკე ახვლედიანი სეფსისით გარდაიცვალა - „როგორი ადამიანი, მეუღლე, მამა, შვილი“

ალექსანდრა პაიჭაძე შავ კაბაში პოზირებს - მოდელი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

სახიფათოა თუ არა ჭარბი ოფლიანობის დროს ალუმინის ქლორიდის შემცველი საშუალებები? - ზაზა თელიას რეკომენდაცია

წყარო: www.beaumonde.ge