
ტრაგედია მოხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, სოფელ თელეთში 27 წლის თორნიკე ახვლედიანი სეფსისით გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს:
გლოვობს თელეთი გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე თორნიკე ახვლედიანი.
ოღონდ ეს არ გამეგო თოკო, ეს არ მენახა ამ დილით როგორი ადამიანი, მეუღლე, მამა, შვილი.
უზომოდ მზრუნველი, მოსიყვარულე და საამაყო ბიჭი საიმედო ადამიანი, რამხელა ტკივილი ხარ, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.
მეხის გავარდნას ჰგავს ეს ყველაფერი. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. სიცოცხლეს შეხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე... ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას.
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლი და დიდი ტკივილი უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი კეთილი და სამართლიანი იყავი.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს.. სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს“, - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ალექსანდრა პაიჭაძე შავ კაბაში პოზირებს - მოდელი ახალ ფოტოებს გვიზიარებს