Digest Logo

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც რეტროგრადული მერკურის პერიოდში წარმატებას მიაღწევენ და აპრილი ბოლომდე ოცნებების ასრულებას შეძლებენ

1712754986
ჰოროსკოპი

მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდს ხშირად სხვადასხვა საქმისათვის წარუმატებელ დროდ მიიჩნევენ, მას სირთულეების პარალელურად, შეუძლია სასარგებლო ცვლილებების წინაშეც დაგვაყენოს და ჩვენს ოცნებებთან მიგვაახლოვოს. პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა 1-ელი აპრილიდან დაიწყო და 25 აპრილამდე გააგრძელებს.

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც ეს პერიოდი წარმატებული და ყველაზე ხელსაყრელი იქნება:

ლომი

რეტროგრადული მერკური თქვენს პიროვნულ ღირებულებებსა და რწმენაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ. ამ პერიოდში შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში წარსულში დატოვებული ადამიანი დაბრუნდეს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი მიზანი მკაფიოდ განსაზღვროთ, გადააფასოთ არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმებზე დაფიქრდეთ. შესაძლოა, შეხვდეთ ჯგუფელს, თანაკლასელს, ან კიდევ იმ ადამიანს, რომელიც თქვენთვის ბევრს ნიშნავდა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში შეიძლება, ძველი ჰობი, წარსულში დატოვებული საქმიანობა თავიდან გააცოცხლოთ და მიაღწიოთ ისეთ წარმატებას, რომელზედაც ადრე ოცნებობდით, მაგრამ განხორციელება ვერ შეძელით.

მშვილდოსანი

რეტროგრადული მერკური თქვენს სასიყვარულო სექტორში იქნება, ამიტომაც შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობთ. ან კიდევ შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში ყოფილი შეყვარებული, პარტნიორი კვლავ გამოჩნდეს და ურთიერთობის განახლება სცადოთ. აპრილის თვე იდეალური პერიოდია, რომ დაუბრუნდეთ ვარჯიშს, ძველ, თქვენთვის საინტერესო აქტივობებს, რომლებზეც გარკვეული მიზეზების გამო ადრე უარი თქვით, თუმცა თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. იმ მშვილდოსანთან, რომელიც საკუთარ ბიზნესს ავითარებს, შესაძლოა, ძველი ნაცნობები, ახლობლები გამოჩნდნენ და დახმარება შესთავაზონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა წარმატებისა და ოცნებების ასრულების რეალური შესაძლებლობები გაქვთ.

კირჩხიბი

რეტროგრადულმა მერკურმა შეიძლება, კირჩხიბს ნანატრი დაწინაურება, კარიერული წინსვლა და წარმატება მოუტანოს. გარდა ამისა, შესაძლოა, აპრილში სოციალური კუთხითაც დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მაგალითად, მიიღოთ ის რეგალია, სტატუსი, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობდით. განავითაროთ საკუთარი საქმე, მიიღოთ გაზრდილი შემოსავალი და ოცნებები აისრულოთ. ასევე, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაშიც გამოჩნდნენ წარსულში დატოვებული ადამიანები და დახმარება შემოგთავაზონ. ნუ უგულებელყოფთ შეხვედრის თხოვნას, რადგანაც მათგან შეიძლება საინტერესო და არასტანდარტული იდეები მიიღოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მარიკუნა მიქატაძე 40 წლის გახდებოდა - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილის შვილი

⭕გიორგი კეკელიძე დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული?

🎥 „ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი“ – უბერებელი ჰიტის შესანიშნავი შესრულება

წყარო: www.beaumonde.ge