Digest Logo

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც პლანეტა ურანის კუროს ნიშანში გადასვლა გლობალურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას მოუტანს

1706888676
ჰოროსკოპი

ურანი, გლობალური ცვლილებებისა და ძველი შაბლონების განადგურების პლანეტა, 2019 წლის მარტში კუროს ნიშანში გადავიდა და იქ 2026 წლამდე დარჩება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული ასპექტი გლობალურ ცვლილებებს იწვევს. 2024 წელს კი პლანეტა ურანის კუროს ნიშანში ტრანზიტი ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

პლანეტა ურანი თქვენს ნიშანშია და ის 2024 წლის განმავლობაში გიბიძგებთ, დაარღვიოთ წესები და კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ასტროლოგიური მოვლენა გავლენას თქვენს სოციალურ ცხოვრებაზე მოახდენს. მიმდინარე წელი თქვენთვის მოძველებული, არასაჭირო ურთიერთობებისაგან გათავისუფლებისა და ახლის დაწყების პერიოდი იქნება. საბოლოოდ მიხვდებით, რომ დროა, ის კავშირები, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს, ჩამოიშოროთ. შესაძლოა, ემოციურად პირველ ეტაპზე რთული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეთ არა ისეთი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ტოქსიკურია და შედეგად მოტივაცია გეკარგებათ, არამედ შეგიძლიათ, შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და გაგამხნევებენ. ასევე, ეს იქნება წელი, როცა საბოლოოდ შეწყვეტთ იმ საქმის გაკეთებას, რასაც დიდი ხანია, ძალდატანებით აკეთებთ. 2024 წელი თქვენთვის გლობალური ცვლილებების წელია. ბევრ რამეს გადააფასებთ და გააცნობიერებთ, რომ ახლა სხვა ინტერესები გაქვთ. მიხვდებით, რა გჭირდებათ რეალურად და რაზე უნდა თქვათ უარი.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

თქვენთვის პიროვნული ტრანსფორმაციისა და გლობალური ცვლილებების პერიოდი იწყება. პლანეტა ურანისა და კუროს ნიშნის კომბინაცია ხელსაყრელ ასპექტს ქმნის, რომ სრულიად განახლებული ეტაპი დაიწყოთ. წარსულის საბოლოოდ გაშვება ახალ კარს გაგიხსნით და მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაჩვენებთ. 2024 წლის განმავლობაში ფინანსებზე, ბიზნესზე, პიროვნულ განვითარებასა და წარსულის ნეგატიური გამოცდილებისაგან გათავისუფლებაზე განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებთ და შეძლებთ, თქვენი ცხოვრება ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვნად გარდაქმნათ. შესაძლოა, ყოველდღიური რუტინა სამუდამოდ შეიცვალოთ. პარალელურად, პლანეტა პლუტონი თქვენი ფარული ნიჭის გამოსავლენად იწყებს მუშაობას. აღნიშნულ პლანეტას შეუძლია, კომუნიკაცია გაგიუმჯობესოთ, მოგანიჭოთ თავდაჯერებულობა და გიბიძგოთ, რომ თქვენი თავის უკეთესი ვერსია შექმნათ. შესაძლოა, არსებულ მიღწევებს აღარ დასჯერდეთ და მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმოთ. საბოლოოდ მიხვდებით, რისი გაკეთება გსურთ - ეს კი წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

ურანი თქვენს ნიშანს მართავს და ის კუროში თვითგამოხატვის, კრეატიულობისა და რომანტიკის სექტორზე გააკეთებს აქცენტს. 2024 წლის განმავლობაში ყველა შანსი გექნებათ, რომ თქვენი ნიჭი, პოტენციალი სრულად გამოავლინოთ, ბევრ სხვადასხვა სფეროში სცადოთ თავი და დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ყველა მიმართულებით, რასაც წამოიწყებთ, ძალიან დიდ მოტივაციასა და შთაგონებას იგრძნობთ და ცვლილებების სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ შეძლებთ, გრანდიოზულ მიზნებსა და ამოცანებს შეეჭიდოთ. ამავდროულად, პლანეტა პლუტონი წარსულის პრობლემებზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ. დროა, საბოლოოდ გათავისუფლდეთ იმ ურთიერთობებისა და შაბლონებისაგან, რომლებიც ბედნიერებაში ხელს გიშლით და მოტივაციას გიკარგავთ. წლის განმავლობაში ბევრჯერ გექნებათ შესაძლებლობა, გულწრფელად დაფიქრდეთ, ბევრი რამ გადააფასოთ და განსხვავებული თვალით შეხედოთ. წინ დიდი ცვლილებებისა და აღიარების პერიოდია!

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ნიგერიის მონარქი მოკლეს და მისი ცოლი გაიტაცეს

„წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ელჩები ეთერ თათარაიძე და ანა გოგუაძე გახდნენ

⭕„ჩემი მზე ხუთი წლის“- მარიამ სანოგოს შვილი იუბილარია, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

წყარო: www.beaumonde.ge