Digest Logo

ზოდიაქოს 4 კარდინალური ნიშანი - რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი და რომელი მიმართულებით აღწევენ წარმატებას ყველაზე ხშირად

1709969029
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

კარდინალურ ნიშნებს ყოველთვის გამორჩეულად თვლიდნენ და ასტროლოგები ამბობდნენ, რომ მათ განსაკუთრებული ენერგია და ყველა სხვა ნიშნისაგან განსხვავებული თვისებები აქვთ. ზოდიაქოს 4 ნიშანს კარდინალურს უწოდებენ, რადგანაც ყოველი ახალი სეზონი მათით იწყება: ვერძით - გაზაფხული, კირჩხიბით - ზაფხული, სასწორით - შემოდგომა, ხოლო თხის რქით - ზამთარი. სწორედ ეს საწყისი ენერგია ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს შესანიშნავი ლიდერული თვისებებით, ორიგინალურობითა და უპირატესობის სურვილით ამარაგებს. ისინი თავიანთ მიზნებს საოცრად აღწევენ, დიდხანს ფიქრობენ, ამჩნევენ დეტალებს, ითვალისწინებენ სხვადასხვა საკითხს და ყურადღებას აქცევენ ტენდენციებს. კარდინალურ ნიშნებს ბევრი ერთნაირი თვისება აქვთ, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რომლებითაც ისინი სხვა ნიშნებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან:

ვერძი

ვერძის სეზონი არა მხოლოდ გაზაფხულის დასაწყისია, არამედ მთელი ასტროლოგიური კალენდარული წლის დასაწყისადაც ითვლება, რაც ამ ადამიანებს ინოვატორებად აქცევს. ვერძი ასევე წარმოადგენს კარდინალურ ცეცხლის ნიშანს, ამიტომ ისინი ცხოვრებაში ძალიან აქტიური ადამიანები არიან, აქვთ უამრავი იდეა, არ უყვართ ერთფეროვნება, მოსწონთ თვითგანვითარება, მოძრაობა, ახლის შეცნობა და პროგრესი. ეს ენერგია, როგორც წესი, მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევთ და ხშირად იმპულსურ გადაწყვეტილებებსაც იღებენ. არ კარგავენ მოტივაციას და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.

კირჩხიბი

თუკი ვსაუბრობთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეიძლება დაეყრდნო, გქონდეს მისი მხარდაჭერისა და გამხნევების იმედი, ალბათ, პირველ რიგში, კირჩხიბი უნდა დავასახელოთ. ისინი ხშირად სახლში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნიან, არიან საოცრად მზრუნველები და ემოციურები. წყლის კარდინალები შესანიშნავი ინტუიციით გამოირჩევიან და როგორც წესი, ბევრი რამ წინასწარ აქვთ განსაზღვრული.

სასწორი
 
სასწორები ყველაზე გამორჩეული ესთეტები არიან, აქვთ სტილის შესანიშნავი შეგრძნება და ნამდვილად კარგი გემოვნებით არიან დაჯილდოებულნი. ხშირად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სილამაზისა და კულტურის სტანდარტებს ქმნიან და სხვებსაც უზიარებენ. ამ ადამიანებს ვენერა - სიყვარულის, ურთიერთობებისა და სიამოვნების პლანეტა მართავს. ამიტომაც, სასწორებს უყვართ რომანტიკა და სურთ, რომ გარშემო ყველაფერი ლამაზი იყოს, მათ შორის - ურთიერთობაც. ისინი ჰაერის კარდინალები არიან. კომუნიკაბელური ადამიანები არიან, აქვთ შესანიშნავი იუმორის გრძნობა, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლოა, ბევრი დილემისა და არჩევანის წინაშე დადგნენ.

თხის რქა

თუ თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობა გქონიათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ასტროლოგები მათ აღწერენ, როგორც საუკეთესო ბიზნესმენებსა და ლიდერებს, რომლებიც გუნდს წარმატებისკენ უბიძგებენ და მაღალ თამასას ინარჩუნებენ. თხის რქა მიწის კარდინალია, რომელიც ნიშნის წარმომადგენლებს გარკვეულწილად მკაცრ ხასიათსა და საკუთარი თავის სერიოზულად მიღების ტენდენციას ანიჭებს. მათ პლანეტა სატურნი მართავს, რომელიც პასუხისმგებლობასა და შრომისმოყვარეობაზე ახდენს გავლენას. ამიტომაც, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ შეუპოვარი ადამიანები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რა სურთ, თავიანთი მიზნებისკენ ისწრაფვიან და ოცნებებს რეალობად აქცევენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღნიშნა ნიცა თავაძემ 8 მარტი, რომელიც ქმრის თამაშს ესწრებოდა

9 მარტი მიცვალებულთა საყოველთაო ხსენების დღეა - როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებისათვის

კვარაცხელიამ მეათე გოლი გაიტანა - „ნაპოლი“ საზონოვის „ტორინოს“ დაუზავდა

წყარო: www.beaumonde.ge