Digest Logo

კვარაცხელიამ მეათე გოლი გაიტანა - „ნაპოლი“ საზონოვის „ტორინოს“ დაუზავდა

1709964983
კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა, „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი კი 1:1 დასრულდა.

ანგარიში 61-ე წუთზე სწორედ კვარაცხელიამ გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან მარიო რუის მიერ ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით ტურინელთა კარში გაგზავნა.

თუმცა უკვე სამ წუთში „ტორინოს“ პარაგვაელმა ფორვარდმა ანტონიო სანაბრიამ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. 28 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 44 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არის კატასტროფა, არ გრცხვენიათ?“ - განო მელითაური შოკის მომგვრელ კადრებს აქვეყნებს

⭕„დღეს ის ქალები რომლებიც თაიგულებს მიიღებენ საჩუქრად შეიძლება ისევ სასიკვდილოდ გაიმეტონ“ - ლელა მებურიშვილი

⭕ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც ქმრებმა უღალატეს - გაუხმაურებელი ამბები