2026 წლის მარტს წარსულისა და ჩვენი სურვილების, მიზნებისა და მისწრაფებების გადაფასების შესაძლებლობა მოაქვს. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს პირადი და პროფესიული ცხოვრების ტრანსფორმაცია ელოდება, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, იღბალი ყველაზე მეტად ოთხ მათგანს გაუღიმებს:
მშვილდოსანი
ეს კვირა შემოქმედებითი აღმავლობისა და რომანტიკული ინიციატივების ხანაა. ახალი იდეებისა და პროექტების წამოსაწყებად საუკეთესო დროა. თვითგამოხატვის ახლებური გზები სასურველ შედეგს სიყვარულსა და საქმიანობაში ერთნაირად მოგიტანთ.
თხის რქა
გაზაფხულის დასაწყისი ახალ კარიერულ და ფინანსურ პერსპექტივებს გპირდებათ. ახლა მთავარი წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებაა. ყველაზე დიდ სარგებელს კომუნიკაცია და სწავლა მოგიტანთ, ამიტომ ურთიერთობებს ნუ მოერიდებით და ახალი ცოდნის წყაროები აქტიურად მოიძიეთ.
თევზები
საქმიან და პირად ურთიერთობებში ტრანსფორმაციის კვირა გელით. თქვენი ქარიზმა ახლა პიკზეა, რაც გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობასა და ახალი შანსების გამოყენებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, შეხედულებების, აქამდე გადადგმული ნაბიჯების შესაფასებლად და ახალი სტრატეგიის შესაქმნელად ეს შესანიშნავი პერიოდია.
მერწყული
გაზაფხულის დასაწყისი ემოციურ სიცხადესა და თავდაჯერებულობას შეგძენთ. შესაძლოა, თქვენი შემოსავლები გაიზარდოს, რომანტიკული ცხოვრება კი ახალ ეტაპზე გადავიდეს. სწავლისთვის, მოგზაურობისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის ეს კვირა იდეალური აღმოჩნდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge