ასტროლოგების თქმით, ქვემოთ ჩამოთვლილი 4 ნიშნის წარმომადგენლებს თვის ბოლომდე ექნებათ შესაძლებლობა, ის მიზნები განახორციელონ, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობენ:
კირჩხიბი
1-ელი მაისის სავსემთვარეობა მორიელის ნიშანს, ანუ თქვენი სიყვარულის მეხუთე სახლს ემთხვევა. ახალი მეგობრებისა და რომანტიკული პარტნიორების შესაძენად, ან განსაკუთრებულ ადამიანთან დროის გასატარებლად ეს პერიოდი საუკეთესოა. იღბლისა და კეთილდღეობის პლანეტა, იუპიტერი, თქვენს ნიშანში 30 ივნისამდე იქნება. ვინაიდან იუპიტერი თქვენს თანავარსკვლავედს 12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ სტუმრობს, ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ის გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ოცნებები აისრულოთ და საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯი დიდი მიზნებისკენ.
ტყუპები
1-ელ მაისს სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში თქვენი სამუშაოსა და ჯანმრთელობის მეექვსე სახლს ემთხვევა. შესაძლოა, გაჯანსაღების ახალი პროგრამა დაიწყოთ ან რომელიმე მნიშვნელოვანი პროექტი თუ საქმე დაასრულოთ. ახალმთვარეობა კი ქვეცნობიერის მმართველ მეთორმეტე სახლს უკავშირდება. ნეგატიური ენერგიისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის ახლა საუკეთესო დროა. მაისში ფინანსური თვალსაზრისით იმდენად მნიშვნელოვანი პერიოდი გელოდებათ, რომ ეს წარმატება თქვენზე დადებით გავლენას კიდევ დიდხანს მოახდენს.
ქალწული
იუპიტერი, მოგების პლანეტა, თქვენს მეთერთმეტე სახლს გადის და მისი მდებარეობა კირჩხიბის ნიშანში თქვენთვის მეტად ხელსაყრელ პერიოდს ქმნის. 19 მაისს ვენერა კირჩხიბში იუპიტერს შეუერთდება, რითაც ორი ყველაზე კეთილგანწყობილი პლანეტა თქვენი იმედებისა და სურვილების მეთერთმეტე სახლში აღმოჩნდება. ამავე პერიოდში მეგობრებთან ურთიერთობასა და საზოგადოებრივ ჯგუფებში დიდ წარმატებას მიაღწევთ. გაქვთ შანსი, მიიღოთ ისეთი შეთავაზებები, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.
თევზები
მაისი თქვენთვის ბედნიერი თვე იქნება. თუ პარტნიორი გყავთ, ურთიერთობების განსამტკიცებლად ახლა გამორჩეული დროა. თუ პარტნიორს ეძებთ, მის საპოვნელად საუკეთესო შანსი სწორედ ახლა მოგეცემათ. თვის შუა რიცხვებში ახალმთვარეობა კუროს ნიშანში კომუნიკაციაზე გააკეთებს აქცენტს. ამ დროს შესაძლოა, ხანმოკლე მოგზაურობა დაგეგმოთ ან დრო ახლო ნათესავებთან ერთად გაატაროთ. ეს თვე მოგანიჭებთ დადებით ემოციებს, დაგიბრუნებთ თავდაჯერებულობას და მოგცემთ მოტივაციას, რომ ყველაზე ამბიციურ მიზნებსა და სურვილებს შეეჭიდოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge