Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ოქტომბერში პირადი ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის

1759392596
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

2025 წლის ოქტომბრის უმეტეს ნაწილზე გავლენას სასწორის ენერგია ახდენს. სასწორს კი სიყვარულის, სილამაზისა და ურთიერთობების პლანეტა - ვენერა მართავს. ოქტომბერი ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებს პირად ურთიერთობებში სიახლეებსა და სასიამოვნო ცვლილებებს ჰპირდება. თვის განმავლობაში პლანეტა მარსისა და მერკურის მორიელის ნიშანში გადასვლა კი გარკვეულ დაბრკოლებებსაც შექმნის.

2025 წლის ოქტომბერში ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის:

ვერძი

ვენერა ოქტომბრის უმეტესი ნაწილი თქვენი ურთიერთობების სექტორში იქნება, რაც მნიშვნელოვან სიახლეებს გპირდებათ. ეს პერიოდი ყველა მიმდინარე კონტრაქტის, მათ შორის, საქმიანი ურთიერთობების, გადახედვის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. იმისათვის, რომ პირად და საქმიან ურთიერთობებში ჰარმონიას მიაღწიოთ, გადაუჭრელი საკითხების საბოლოოდ მოგვარება მოგიწევთ. ეს სიცხადის პერიოდია, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. ან არსებული ურთიერთობა უნდა განავითაროთ ან საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმას, რასაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს. თვე სასიამოვნო შეხვედრებითა და ახალი კონტაქტებითაც გაგახარებთ.

კირჩხიბი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლები ოქტომბერში ჰარმონიასა და ,,შინაგან სინათლეს“ იპოვიან. ვენერა, რომელიც თვის განმავლობაში ახალი კონტაქტებით გულუხვად დაგასაჩუქრათ, 14 ოქტომბერს თქვენი სახლისა და შინაგანი სამყაროს სექტორში გადაინაცვლებს. ამიტომ, დიზაინის, რემონტის, საცხოვრებელი პირობების მოწყობის, გადაადგილებისა და საყვარელ ადამიანებთან და ოჯახთან კავშირების შესახებ ყველა იდეა შესანიშნავად განხორციელდება. თვის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებების აუცილებლობაზეც დაფიქრდებით და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამთ.

სასწორი

თვის ფავორიტები სასწორები არიან. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ, ყველას ყურადღება მიიპყროთ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ და ახალი, საქმიანი შეთავაზებებიც მიიღოთ. გარდა ამისა, ვენერა, რომელიც თქვენი პიროვნების სექტორშია, წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას განიჭებთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, ახალი ურთიერთობები წამოიწყოთ ან არსებული ურთიერთობის უკეთ განვითარებაზე იფიქროთ. თვის ენერგია მნიშვნელოვანი კონტაქტების შეძენასა და პოზიციების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

მერწყულებს ოქტომბერში განსაკუთრებულ ადამიანთან შეხვედრა ელოდებათ. თქვენი ინტერესები იმდენად დაემთხვევა, გაგიჩნდებათ განცდა, რომ მას უკვე დიდი ხანია, იცნობთ. თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, ჰობის განვითარება, მოგზაურობა, სასწავლო კურსებზე დასწრება მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი კონტაქტები გაამრავალფეროვნოთ, საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და საკუთარი თავიც უკეთ წარმოაჩინოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასობით ქორწილი წამიყვანია, მაგრამ თავად არასდროს მქონია საკუთარი... გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა ეს დღე მეც მეგრძნო“ - ემილი გოგუას ემოციური პოსტი

⭕„2 მილიარდი მაყურებელი მოისმენს 12 ქვეყანაში“ - ავთო აბესლამიძე მუსიკალურ კონკურსზე ცნობილი ყაზახური ჰიტის ქართული ვერსიას წარადგენს

🎥 სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა

წყარო: www.beaumonde.ge