
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წვეულებების წამყვანი ემილი გოგუა ხშირად უზიარებს საზოგადოებას რჩევებსა და რეკომენდაციებს.
ამჯერად იგი ფეისბუკ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ თავად ქორწილი არასდროს ჰქონია:
„ასობით ქორწილი წამიყვანია, მაგრამ თავად არასდროს მქონია საკუთარი ქორწილი.
გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა ეს დღე მეც მეგრძნო, ამიტომ ყოველი პატარძალი ჩემთვის ჩემი ოცნების ნაწილი ხდება..
ყოველ მათგანში ვდებ იმ იდეალის ნატეხს, რაც მე არასდროს მქონია.
მინდა, რომ ისინი გარშემო სითბოთი, სიყვარულით და განსაკუთრებული ზრუნვით იყვნენ გარემოცულნი.
პატარძალი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა – თუ მას რაიმე სურვილი აქვს, მაშინაც კი, როცა ყველა წინააღმდეგია, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავუსრულო“, - წერს ემილი გოგუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა
⭕ „სამყარო სავსეა ბოროტი სულებით...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე