
ქართველი მომღერალი ავთო აბესლამიძე ყაზახურ მუსიკალურ კონკურსზე შაბათს, 4 ოქტომბერს, მაყურებლის წინაშე რიგით მე-3 ტურში წარდგება. ტურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, რომ მონაწილეებს შეექმნათ ქართული ტექსტი ცნობილ ყაზახურ ჰიტზე. ავთომ კი ეს გამოწვევა სრულიად მიიღო:
„მინდა გჯეროდეს“ მოკლე ისტორიას დავწერ, შაბათს 4 ოქტომბერს არის ჩემი რიგით მე-3 ტური და ამ ლუქით წარვდგები მაყურებლის წინაშე.
ამ ტურში გვევალებოდა, რომ - ცნობილ ყაზახურ სიმღერაზე უნდა დაგვეწერა ტექსტი ჩვენს ენაზე. პოსტიც კი დავწერე ადრე, დახმარება მჭირდებოდა ნუ ბოლოს მაინც ისე მოხდა, რომ ეს ტექსტი მე თვითონ დავწერე (ნიჭი აღმოვაჩინე საკუთარ თავში. იმედია მოგეწონებათ. გამოდის, რომ ახალი სიმღერა დაიწერა, რომლის პრემიერაც შაბათს შედგება და 2 მილიარდი მაყურებელი მოისმენს 12 ქვეყანაში.
მთელი ემოციით ველოდები.
P.S. სიმღერას სახელწოდებაა „მინდა გჯეროდეს“, - წერს ავთანდილ აბესლამიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა
⭕ „სამყარო სავსეა ბოროტი სულებით...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - გიორგი მიქაუტაძემ ტურინის „იუვენტუსს“ გაუტანა