ასტროლოგების თქმით, ზაფხულის მიწურულს ზოდიაქოს 4 ნიშნის წარმომადგენლები შვებით ამოისუნთქებენ. მათ ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეეცვლებათ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ცვლილებებისკენ ნაბიჯის გადადგმის არ შეგეშინდეთ.
ეს ასტროლოგიური პროგნოზი სწორედ იმ ნიშნებს ეხება, რომლებიც ზაფხულის ბოლოს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებენ:
♉ კურო
ბოლო თვეებმა ხარჯებისადმი მეტი ყურადღების მიქცევა და ზოგიერთი გეგმის გადადებაც კი გაიძულათ. თუმცა, ახლა ვითარება შეიცვლება. ზაფხულის ბოლოსთვის შემოსავლის ახალი წყარო, სარფიანი შეთავაზება ან ფულის იქ გამომუშავების შანსი გამოჩნდება, სადაც პერსპექტივას ადრე ვერ ხედავდით.
მოლაპარაკებებზე, გასაუბრებებსა და ახალ ნაცნობობაზე უარის თქმა არ ღირს. ფინანსური შესაძლებლობებისკენ კარს სწორედ ეს გაგიხსნით. ამავდროულად, ვარსკვლავები დიდ შესყიდვებთან დაკავშირებით სიჩქარეს არ გირჩევენ - ჯერ ფინანსური სტაბილურობა უნდა მოიპოვოთ, ხოლო სერიოზული ხარჯები მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმოთ.
♌ ლომი
თქვენი ამბიციები და დაჟინებულობა თვალსაჩინო შედეგებს მოიტანს. პრემიის, ბონუსის, სარფიანი შეკვეთის ან ისეთი შეთავაზების მიღების მაღალი ალბათობა არსებობს, რომელიც შემოსავალზე დადებითად იმოქმედებს. განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვისაც პასუხისმგებლობის აღება და ინიციატივის გამოჩენა არ აშინებთ.
ზაფხულის ბოლოს ძალიან მცირე შესაძლებლობებსაც კი ნუ უგულებელყოფთ. ხანდახან სწორედ მცირე პროექტი ან შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება, გაცილებით დიდი ფინანსური წარმატების დასაწყისად იქცეს. ასევე, ეს საკუთარ განვითარებაში ინვესტიციებზე დასაფიქრებლად კარგი დროა.
♏ მორიელი
ფინანსური საკითხები, რომლებიც მოსვენებას დიდხანს არ გაძლევდათ, მოგვარებას დაიწყებს. შეიძლება, ისეთი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც შემოსავალს მნიშვნელოვნად გაგიზრდით, ვალი დაგიბრუნონ, ახალ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მოგცენ. თუ ბოლო დროს საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებოდათ, მომდევნო კვირები ამ ნერვიულობის ამაოებას დაამტკიცებს.
თუმცა, ფინანსურ წარმატებასთან ერთად, საჭიროზე მეტის დახარჯვის ცდუნებაც გაჩნდება. ვარსკვლავები ჯერ ფინანსური მდგომარეობის გამყარებას გირჩევენ, დიდ შენაძენებზე კი მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდით. ასეთი მიდგომა შემოდგომაზე სტაბილურობის შეგრძნებით შესვლის საშუალებას მოგცემთ.
♑ თხის რქა
თხის რქებისთვის ზაფხულის დასასრული გახდება ის დრო, როდესაც პროფესიული ძალისხმევა სასურველ შედეგს საბოლოოდ მოიტანს. თქვენს გამოცდილებასა და შრომისმოყვარეობას ის ადამიანები შეამჩნევენ, რომლებზეც კარიერული ზრდა ან შემოსავლის დონეა დამოკიდებული. ახალი სამუშაოს, დამატებითი შემოსავლის ან თანამშრომლობის შესახებ საინტერესო შეთავაზებებიც მოსალოდნელია.
თუ საკუთარი საქმის წამოწყება ან ჰობის მონეტიზაცია დიდი ხანია, გინდოდათ, მოქმედება სწორედ ახლა უნდა დაიწყოთ. მცირე სტარტსაც კი პირველი შემოსავლის სწრაფად მოტანა შეუძლია. მთავარია, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეიტანოთ და პერსპექტიული იდეები სამომავლოდ არ გადადოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეგიძლია ძველი გენები წაშალოთ...“ - რას ამბობს არუნ ხათრი
წყარო: www.beaumonde.ge