ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ალტერნატიული ინდური მედიცინის „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი მორიგ ვიდეომიმართვაში გენეტიკური დაავადებების მართვასა და კვების რაციონის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი განცხადებით, ისეთი ქრონიკული და მძიმე დაავადებები, როგორებიცაა დიაბეტი და კიბო, სწორი კვებით შესაძლებელია გენების „ხელახლა დაწერა“ და სამომავლო რისკების პრევენცია.
„დიაბეტი, კიბო გენეტიკურია? - დიახ, გენეტიკურია, მაგრამ თქვენი ჩანგალით, თქვენი კოვზით, თქვენი თეფშით შეგიძლიათ ხელახლა დაწეროთ თქვენი გენები. ხელახლა დაიწყება შემდეგ თქვენი შვილების გენები. შეგიძლია, ძველი გენები წაშალოთ. სხვანაირი გახდე და გენები შეიცვლება. ეს პრობლემები, რომლებიც გენეტიკურად გაქვთ, აღარ იქნება თქვენს ბავშვებში“, - აღნიშნავს არუნ ხათრი გავრცელებულ ვიდეოში.
ხათრის თქმით, ყოველდღიური კვებითი ჩვევები პირდაპირ მოქმედებს ორგანიზმის გენეტიკურ სტრუქტურასა და ეპიგენეტიკურ ცვლილებებზე, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობა გააუმჯობესოს, არამედ მომავალ თაობებსაც აარიდოს შთამომავლობით გადმოცემული დაავადებების განვითარება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: