Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 31 აგვისტო - 6 სექტემბრის კვირაში განსაკუთრებით გაუმართლებს

1788244343
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

2026 წლის 31 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე კვირა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის განსაკუთრებით საინტერესო და პერსპექტიული იქნება. ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, ამ პერიოდში გააქტიურდება ფინანსური, კარიერული და პირადი ურთიერთობების თემები.

კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 2 სექტემბერს ვენერას სასწორში გადასვლაა, ხოლო იუპიტერი ლომის ნიშანში აგრძელებს მოძრაობას:

კურო - ფინანსური სტაბილურობის შანსი

კუროებისთვის კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელია ფინანსური საკითხებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებებისთვის. 3 სექტემბერს მთვარის კუროს ნიშანში გადასვლამ შესაძლოა, სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი. ამ დღეებში კარგი დროა ფინანსების დაგეგმვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და უკვე დაწყებული საქმეების გასაგრძელებლად.

კვირის მთავარი რჩევაა - იმოქმედეთ გააზრებულად და თავი აარიდეთ იმპულსურ ხარჯებს.

კირჩხიბი - კარიერული წინსვლა
 
კირჩხიბებისთვის ყურადღების ცენტრში საქმიანობა და პროფესიული განვითარება მოექცევა. ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, კვირის განმავლობაში შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საქმიანი კონტაქტი ან პასუხისმგებლობის გაზრდა გაჩნდეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების თამამად წარმოჩენა. მათ, ვინც კარიერულ ცვლილებაზე ფიქრობს, შესაძლოა, საჭირო მოტივაცია და მხარდაჭერა სწორედ ამ პერიოდში მიიღოს.

ლომი - აღიარება და ახალი შესაძლებლობები

ლომებისთვის კვირა თავდაჯერებულობისა და პროფესიული აქტიურობის ზრდას უკავშირდება. ასტროლოგების თქმით, 3 სექტემბრიდან შესაძლოა, უფრო მკაფიოდ იგრძნოთ საკუთარი შრომის შედეგი ან მიიღოთ აღიარება.

5 სექტემბრიდან კომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობის თემა კიდევ უფრო გააქტიურდება. ეს ხელსაყრელი პერიოდია ახალი თანამშრომლობის, საქმიანი შეხვედრებისა და საკუთარი იდეების წარმოჩენისთვის.

სასწორი - სიყვარული და მნიშვნელოვანი ნაცნობობა

სასწორებისთვის კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ვენერას მათ ნიშანში გადასვლაა 2 სექტემბერს. ასტროლოგიაში ვენერა სასწორის მმართველ პლანეტად მიიჩნევა, ამიტომ ეს ტრანზიტი განსაკუთრებით ხელსაყრელ პერიოდად განიხილება.

შესაძლოა, ურთიერთობებში მეტი ჰარმონია, ახალი ნაცნობობა ან არსებული კავშირის გაძლიერება. პროფესიულ სფეროშიც დიპლომატიურობა და სწორი კომუნიკაცია სასწორებს მნიშვნელოვან უპირატესობასა და კარგ შანსებს მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა იცოდეს ბავშვმა, სანამ სკოლაში წავა? - რჩევები მშობლებს

„მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი სიამოვნებითა და სასიამოვნო ენერგიით აავსოთ“ - თაკო მელიქიშვილი 1-ელი სექტემბრის ენერგიებზე

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დაიწყო

წყარო: www.beaumonde.ge