Digest Logo

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც 2025 წლის 25 ივნისის ახალი მთვარის დროს „კარმულ ბილეთს“ მიიღებენ

1750750299
ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ზოდიაქო

2025 წლის 25 ივნისს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს შინაგანი გადატვირთვის, ემოციური განწმენდისა და ახალი კარმული ისტორიების დასაწყებად მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. მეტიც, 25 ივნისის ახალი მთვარე ტრანსფორმაციების, წარსულისგან განთავისუფლებისა და ღრმა ინტუიციის შეძენის კარს გააღებს. ახალმთვარეობა ყველა ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუმცა დადებით გავლენას ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი განსაკუთრებით იგრძნობს:

კირჩხიბი - შანსი, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ

თქვენს თანავარსკვლავედში ახალი მთვარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კირჩხიბებისთვის პირადი ასტროლოგიური ახალი წელი დგება. ძლიერი გადატვირთვისა და ძირეული ცვლილებების დრო იწყება. სამყარო გიბიძგებთ, გათავისუფლდეთ იმ შიშებისგან, რომლებიც ახლა წარმატებასა და ბედნიერებაში ხელს გიშლით.

თუ დიდი ხანია შინაგანი დისკომფორტის, ემოციური დაძაბულობის ან წარსულში ჩარჩენის განცდა გაქვთ, 25 ივნისიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარი თავი სრულად გამოხატოთ. დაიწყოთ ახალი თავი როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში და საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯები იმ მიზნებისკენ, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ

მორიელი - ბედისწერის კარმული გაკვეთილები

25 ივნისის ახალი მთვარე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტს მოგცემთ. მორიელებს მოუწევთ აირჩიონ, რომელი გზით წავიდნენ: გააგრძელონ ნაცნობი გზა თუ რისკზე წასვლა და უცნობი გზით სიარული აირჩიონ. ამ დღეებში შესაძლოა, მივიწყებული საკითხები და დაპირებები კვლავ გააქტიურდეს. ის, რასაც ახლა გააკეთებთ, თქვენს მომავალზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.

ინტუიცია განსაკუთრებით გააქტიურდება. ამიტომ, საკუთარ თავს აუცილებლად მოუსმინეთ. შესაძლოა, მიიღოთ ისეთი შეთავაზება ან მოწვევა, რომელიც თავიდან შემთხვევითობად მოგეჩვენებათ, მაგრამ შემდეგ ის კარმული თავისუფლებისკენ მიმავალ ნამდვილ „იღბლიან ბილეთად“ იქცევა.

თევზები - ფარული სურვილების ასრულება

ახალი მთვარე თევზების ნიშნის წარმომადგენლებს მისცემს შანსს, რომ აისრულონ ის სურვილები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობენ, გულში ატარებენ, მაგრამ ხმამაღლა გახმოვანებასა და სხვებისთვის გაზიარებასაც კი ვერ ბედავენ. ქვეცნობიერის ძლიერი ენერგია გააქტიურდება და იგრძნობთ, რომ მზად ხართ შეწყვიტოთ ლოდინი და დაიწყოთ მოქმედება. ეს არის შესანიშნავი დრო იმისათვის, რომ ახალი პროექტები დაიწყოთ, საქმიანობის შეცვლაზე, დამატებით აქტივობებზე, პირად ცხოვრებაში სიახლეებზე იფიქროთ.

ყველაფერი, რასაც აღნიშნულ დღეს დაიწყებთ, შედეგს აუცილებლად მოგიტანთ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ 25 ივნისი საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროთ.

კურო - ბალანსისა და ღირებულებების აღდგენა

კუროებისთვის 25 ივნისის ახალი მთვარე პრიორიტეტების გადახედვის პერიოდი იქნება. შესაძლოა იმან, რაც ადრე ძალიან მნიშვნელოვნად და საჭიროდ გეჩვენებოდათ, მოულოდნელად დაკარგოს მნიშვნელობა და მიხვდეთ, რომ სინამდვილეში, არც ისეთი აუცილებელი იყო, როგორც ფიქრობდით. ეს არის შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი, რომელიც აუცილებლად გაგაძლიერებთ და ამავდროულად, მოგცემთ შესაძლებლობას, რომ უფრო გაცნობიერებულად გააგრძელოთ ცხოვრება.

მოულოდნელი შეხვედრების ეტაპი დგება, რაც გაიძულებთ, თქვენი შეხედულებები ან თუნდაც ცხოვრების სტილი შეცვალოთ. კარმას სურს შეამოწმოს, რამდენად ისწავლეთ საკუთარი რესურსების დაფასება და ბალანსის აღდგენა. ამიტომ, წინ საინტერესო პერიოდი გელოდებათ.

თხის რქა - აღიარება და სულიერი ზრდა

თხის რქებისთვის ახალი მთვარე პარტნიორობისა და აღიარების ღერძს ააქტიურებს. შესაძლოა, თქვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეთავაზებები მიიღოთ, რაც კარიერულ და პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ, მოგცემთ საკუთარი თავის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობას და ახალი ეტაპის დაწყებას ხელს შეუწყობს.

სოციალური რეალიზაციის ახალი რაუნდი გელოდებათ, მაგრამ იქამდე წარუმატებლობის შიშისგან და არა თავდაჯერებულობისაგან უნდა გათავისუფლდეთ. მიზნების მიღწევის იმაზე მეტი შესაძლებლობა გექნებათ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვხედავ იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც იცავს თითოეული ქართველის ღირსებას, მათ ქონებას, რომლებიც ზღუდავს უცხოელთა თარეშს ქართულ მიწაზე“ - ლელა კაკულია

„ორი საამაყო, სახელოვანი ქართველი, გაიხარეთ“ - გიორგი კალანდია ეთერ ლიპარტელიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ხშირად გვხვდება ტოქსიკური ნივთიერებების, კანაფის, ამფეტამინის მოხმარების დროს და სახიფათო მდგომარეობაა“ - ნინა მენაღარიშვილი პარანოიაზე

წყარო: www.beaumonde.ge