Digest Logo

🎥 „ხშირად გვხვდება ტოქსიკური ნივთიერებების, კანაფის, ამფეტამინის მოხმარების დროს და სახიფათო მდგომარეობაა“ - ნინა მენაღარიშვილი პარანოიაზე

1750746592
 ნინა მენაღარიშვილი

პარანოია - ეს არ არის მხოლოდ შიში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს მუდმივი ეჭვი, რომ სხვები ცდილობენ მის დაზიანებას, აკონტროლებენ ან უარყოფითად განწყობილნი არიან მის მიმართ, ხშირად ამის რეალური საფუძვლის გარეშე.

ასეთი ფიქრები და განცდები გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, ყოველდღიურ საქმიანობაზე და ქმნის ძლიერ შფოთვას, დაუცველობისა და მარტოობის განცდას.

  • რა არის პარანოია და როგორ ვლინდება ის?
  • როდის არის პროფესიონალთან კონსულტაციის დრო?
  • როგორ შეიძლება ფსიქოთერაპია დაეხმაროს ადამიანს ეჭვიანობისა და შიშის მართვაში?

აღნიშნულ საკითხებზე „პომელის“ ფსიქოთერაპევტი - ნინა მენაღარიშვილი საუბრობს:

„შეგიმჩნევიათ თქვენი თავისთვის ან ახლობლებისთვის, რომ უცებ ადამიანი შეიცვალა, ან გგონიათ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც გუშინ იყო, მაგრამ სამყარო შეიცვალა და აღარ არის კეთილმოსურნე, გაქვთ შიში, რომ სამყარო გაგანადგურებთ. სამყაროში მოიაზრება ადამიანები, ინსტიტუციები, სახელმწიფო. 

დასაწყისში იწყება ფიქრით, რომ ცუდი ხომ არ უნდათ ჩემთვის?

თუმცა ეს ფიქრი ძალიან სწრაფადვე ხდება უფრო დამაჯერებელი ტონალობის, რომ ჩემთვის ცუდი უნდათ!

ჩემი განადგურება უნდათ!

ეს პარანოიაა, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვხვდება ტოქსიკური ნივთიერებების, კანაფის მოხმარების დროს და ყველაზე ხშირად ამფეტამინის მოხმარების შემდეგ. ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა მისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც, რადგან ამ ადამიანს აქვს აბსოლუტური რწმენა, რომ საფრთხეში იმყოფება“, - ამბობს ნინა მენაღარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩაჩავას კედელზე ახალი წარწერაა...“ - სანდრო შელია ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს

„სასწაულად მოუხდა ამ გოგოს ტელეწამყვანობა, ანათებს“ - მაკა ზამბახიძე ახალ ფოტოს აქვეყნებს

„დილა გვირილისა“ - გიორგი კეკელიძე შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს