2026 წლის ასტროლოგიური გაზაფხული ახალი შესაძლებლობებით სასიამოვნო პერიოდს გვპირდება. 15 მარტიდან 28 აპრილამდე მონაკვეთი ფინანსური გადაწყვეტილებებისა და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად განსაკუთრებით კარგი ეტაპია. ასტროლოგიური გაზაფხული წელიწადის იმ დროს ეწოდება, როდესაც მზე ვერძის ზოდიაქოში შედის. ეს მოვლენა გაზაფხულის ბუნიობას, 20-21 მარტს ემთხვევა, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანები გავლენას რამდენიმე დღით ადრეც გრძნობენ.
დაბნელებების დერეფანი უკვე დასრულდა, ემოციური ფონი თანდათან სტაბილურდება, მარსი და ვენერა დაძაბული ფაზებიდან გამოდიან, იუპიტერი კი ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობებს აძლიერებს. ზოდიაქოს 5 ნიშანს 15 მარტიდან 28 აპრილამდე ფინანსური იღბალი და წარმატება ელოდება:
♈ ვერძი
ცვლილებებს ვერძის ნიშნის წარმომადგენლები პირველები იგრძნობენ. მათ ნიშანში ნეპტუნის გადასვლა არასტანდარტული მოქმედებების სურვილს აძლიერებს. მარტის მეორე ნახევარი ერთგვარ გადატვირთვის წერტილად იქცევა. შემოსავალი ახალი პროექტის, პოზიციის შეცვლის ან ადრე გადადებული იდეის რეალიზების გზით მოვა. ამ პერიოდში ზედმეტი თავმდაბლობა საჭირო არ არის, რადგან გამოჩენილი გამბედაობა და თავდაჯერებულობა ჩვეულებრივზე სწრაფად ანაზღაურდება. (ასევე დაგაინტერესებთ: 5 ფავორიტი: ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის მარტის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელოდება)
♊ ტყუპები
18 მარტიდან 20 აპრილამდე ტყუპები აქტიური მოლაპარაკებებისა და კონტაქტების გაფართოების ფაზაში შედიან. იუპიტერი სწავლებას, მედიას, კომუნიკაციებსა და ონლაინ პროექტებს მფარველობს. ფინანსური იღბალი საუბრისა და შეთანხმების მიღწევის უნარს მჭიდროდ უკავშირდება. შემოსავლის საგრძნობ ზრდას ნებისმიერი ისეთი ფორმატი მოიტანს, სადაც აუდიტორიასთან ურთიერთობა, ტექსტები, საჯარო გამოსვლები ან შუამავლობა ფიგურირებს. მთავარია, ყურადღება არ გაგეფანტოთ და ყოველი შეთანხმება კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანოთ.
♌ ლომი
22 მარტიდან 25 აპრილამდე შესაძლებლობების ფანჯარა ლომებისთვისაც იხსნება. ვენერა მათ პირად მომხიბვლელობასა და სოციალურ გავლენას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. ამ დროს განსაკუთრებით ეფექტური ის პროექტები იქნება, სადაც ლომი ბრენდის სახედ ან საჯარო ფიგურად გვევლინება. მოსალოდნელია სარფიანი თანამშრომლობის შემოთავაზებები, დაწინაურება ან წარმატებული გარიგებები. მოტივაცია და შინაგანი თავდაჯერებულობა საბანკო ანგარიშის ნაშთზე პირდაპირ აისახება.
♏ მორიელი
20 მარტიდან 28 აპრილამდე მორიელები ფინანსურ აღმავლობას პარტნიორობისა და ერთობლივი პროექტების საშუალებით იგრძნობენ. ინვესტორებმა, საქმიანმა კავშირებმა და მსხვილმა კლიენტებმა შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულონ. მნიშვნელოვანია, რომ ღია დიალოგისთვის მზად იყოთ და ყველაფრის მარტო გაკონტროლებას არ შეეცადოთ. ასეთ შემთხვევაში, ფინანსური დინამიკა სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
♒ მერწყული
პროცესებში 17 მარტიდან 24 აპრილამდე მერწყულებიც ერთვებიან. პლუტონი მათ ნიშანში დიდ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ გარღვევებს იწვევს. შემოსავალი იქ იზრდება, სადაც ინოვაცია ჩნდება. ეს პერიოდი ციფრული სერვისების ათვისების, ბიზნეს-მოდელების განახლებისა თუ პროცესების ავტომატიზაციისთვის საუკეთესოა. ექსპერიმენტებისადმი გაბედული მიდგომა რეალურ მოგებას მოგიტანთ და დაწინაურებაში დაგეხმარებათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეიძლება იყოს შოკის მომგვრელი ან რადიკალური ცვლილებების დღე...“ - 11 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„ულამაზესი ხარ წარმატებები“ - ნუცა ბუზალაძის ახალი კადრები გადასაღები მოედნიდან
წყარო: www.beaumonde.ge