ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მეგრული ოდის ფოტოებს აქვეყნებს:
„როგორ გული დამწყდა დღეს ამ ოდა სახლზე.
დასრულდა კიდევ ერთი უნიკალური ოდის ისტორია.
ეს ოდა ჩემს ბავშვობასთან ასოცირდებოდა.
თავდაპირველად, 80-იან წლებში, ის იმ ადგილზე იდგა, სადაც ახლა სენაკის საკათედრო ტაძარი მდებარეობს. მაშინ მას „კოლხური ეთნოგრაფიული სახლი“ ერქვა.
ლამაზი ეზო ჰქონდა. მიყვარდა იქ შესვლა — თითქოს სხვა დროში ხვდებოდი. ძველი ხის სუნი, კოლხური ოდის არქიტექტურა, მშვიდი ეზო… ყველაფერი იმდროინდელ სამყაროს ინახავდა“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მე როდესაც ღმერთთან ვსაუბრობ — მე უნდა ვიცოდე მას რაზე ვესაუბრები...“ - თეოდორე გიგნაძე