
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის მარტი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის გამო საკმაოდ რთული თვე იქნება. სწორედ მარტში პლანეტა ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტები განაგებენ, შეფერხდება და კომუნიკაციაც გართულდება. გარდა ამისა, მარტში მთვარისა და მზის დაბნელება გველის, რაც მომატებულ ემოციურ ფონთან იქნება დაკავშირებული. გამოწვევები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროშია მოსალოდნელი, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით.
გავლენას ყველა ადამიანი იგრძნობს, თუმცა ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის მარტში პირად ცხოვრებაში შედარებით მეტი გამოწვევა და სირთულე ელის:
სასწორი
კმაყოფილი ხართ თქვენი რომანტიკული ურთიერთობით? გიყვართ თქვენი პარტნიორი? რას ელით ამ ურთიერთობაში? ხედავთ განვითარებას? - მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ამ შეკითხვებზე რეალური პასუხების გაცემა მოგიწევთ. ყველა ილუზია, რომლებსაც აქამდე ეყრდნობოდით, გაქრება. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ თქვენი დამოკიდებულება, შეფასებები, მოლოდინები აბსოლუტურად შეიცვალოს. თუ გსურთ, კონფლიქტს თავი აარიდოთ, მაშინ უმჯობესია, იმ ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობა გაქვთ, არსებული პრობლემების შესახებ გულწრფელად ისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურად რთული დღეები კომუნიკაციას კიდევ მეტად გაართულებს და არსებულ უკმაყოფილებას გაამძაფრებს.
ქალწული
მოგიწევთ, წარსული მთელი მისი კონფლიქტებით, გაუგებრობებითა და წყენით, საბოლოოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. პირველ რიგში, თუ საყვარელი ადამიანის მიმართ წყენა გაქვთ, მიტევება ყველაზე კარგი არჩევანია. ამ გზით საკუთარ თავს გაათავისუფლებთ იმ ტვირთისგან, რომელიც შესაძლოა, დიდი ხანია, გამძიმებთ. ეს თვე თქვენს ურთიერთობებში ბევრ რამეს შეცვლის. გადაფასების პერიოდი გექნებათ, რაც, საბოლოოდ, ყველაფერს აბსოლუტურად განსხვავებული თვალით დაგანახვებთ და ცვლილებების აუცილებლობაზეც დაგაფიქრებთ.
თევზები
მარტი ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის გამჭრიახობისა და სიცხადის თვე იქნება. საბოლოოდ მიხვდებით, რომ მარტოობა სასჯელი არ არის და დააფასებთ იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რაც გაქვთ. მეორეც, უფრო მკაფიოდ გააცნობიერებთ, რა გსურთ რომანტიკული ურთიერთობისგან და პოტენციური პარტნიორისგან. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულის დასაწყისი თვითგანვითარებას, საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ და პირად ცხოვრებაში სიახლეები გაცნობიერებულად დაგეგმოთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების შემთხვევაში, მარტი ცვლილებების თვე იქნება. მძიმე განსაცდელები და იმედგაცრუებები წარსულს დარჩება და საკუთარ თავში ამ იმედგაცრუებისგან განკურნების ძალას საბოლოოდ იპოვით. თქვენი ცხოვრების ახალ თავს დაიწყებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც შესანიშნავად გაუგებთ. თუმცა, შესაძლოა, წარსულის წყენებმა განსაკუთრებით დაგაზიანოთ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ წინა ნეგატიური გამოცდილებების გამო, სიახლეების არ შეგეშინდეთ და საკუთარ თავს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცეთ.
კურო
მარტი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვისაც პირადი ურთიერთობების კუთხით გადაფასებისა და სიცხადის თვე იქნება. სასწორის ნიშნის მსგავსად, თქვენც მოგიწევთ, საკუთარ თავთან მნიშვნელოვან შეკითხვებს გულწრფელად უპასუხოთ. დიდი ალბათობით, სწორედ ამ თვეში ურთიერთობებში არსებულ ყველა ხარვეზსა და პრობლემას რეალისტურად შეაფასებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ნუ შეგეშინდებათ იმ ურთიერთობის დასრულება, რომელსაც თქვენთვის ბედნიერება არ მოაქვს და წინსვლასა და წარმატებაშიც ხელს გიშლით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გივი სიხარულიძე იუბილარია - მსახიობი 81 წლის გახდა
წყარო: www.beaumonde.ge