Digest Logo

„მამაჩემისთვის ერთი დიდი ბედნიერებაა შვილიშვილებთან ერთად ყოფნა, აქ ერთი დიდი სიამტკბილობაა“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ურთიერთობაზე

1754407537
გია ბაღაშვილი

ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი, რომელიც 4 ქალიშვილის მამაა ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. 

იგი აქტიური მამაა და ჩართულია შვილების ცხოვრებაში. 

ამჯერად იგი ჟურნალ „თბილსელებთან“ საუბრობს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებს ყოველთვის შვილებთან ერთად ატარებს.

„ზაფხულობით ჩვენ საგურამოში ვართ ხოლმე, სადაც მამაჩემი, მე და ჩემი ოთხი გოგონა მართლაც დიდებულ დროს ვატარებთ. მამაჩემისთვის ერთი დიდი ბედნიერებაა შვილიშვილებთან ერთად ყოფნა, მათთან თამაში, საუბარი.  აქ ერთი დიდი სიამტკბილობაა.

აგვისტოში, როგორც წესი, ზღვაზე მივდივართ ხოლმე, შეკვეთილში და წელსაც იმავეს ვგეგმავთ“, – ამბობს გია ბაღაშვილი.

ცნობისთვის, გია ბაღაშვილი წლების მანძილზე დაქორწინებული იყო მსახიობ თაკო ტაბატაძეზე. მათ 4 ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. იმჟამად თაკო 17 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.

10-წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ადამიანები დასცინიან ერთმანეთს, ადამიანები მტრობენ ერთმანეთს, ადამიანები კლავენ ერთმანეთს“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე

⭕გვანცა დარასელია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - „ჩემი საუკეთესო მეგობარი“

რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - მსახიობის ახალი ფოტოები სოცქსელიდან