Digest Logo

ზოდიაქოს ეს 6 ნიშანი აგვისტოში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს!

1754031900
ჰოროსკოპიჰოროსკოპიჰოროსკოპი

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის აგვისტო ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება, ასტროლოგები საუბრობენ იმ სირთულეებზეც, რომლებიც შესაძლოა, თვის განმავლობაში შეგვხვდეს.

24 აგვისტოდან ქალწულის ნიშანში რეტროგრადული მერკური იქნება, რაც კომუნიკაციას გაართულებს, ფინანსებთან, გადაადგილებასთან, შეთანხმებებთან დაკავშირებულ პრობლემებს შექმნის და ახალ პროექტებზეც ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

10 აგვისტოს მერწყულის ნიშანში სავსე მთვარეა ურანის ასპექტში. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ და მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

გარდა ამისა, ტყუპებში მარსის სატურნთან საპირისპირო პოზიცია კონფლიქტების რისკს ზრდის და განათლების, ტრანსპორტისა და ტექნოლოგიების სფეროში სირთულეებს განაპირობებს.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2025 წლის 7 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს ხის მაიმუნის ენერგია მართავს, რაც ხის გველის წლის ენერგიასთან წინააღმდეგობაში მოდის და კონფლიქტების რისკი იზრდება.

აგვისტოში აღმოსავლური ჰოროსკოპის, ასევე ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა დასჭირდება, რომ სირთულეები თავიდან აირიდონ.

ვეფხვი, ცხენი, ძაღლი - პირდაპირ კონფლიქტში მოდიან მაიმუნთან. შესაძლებელია მოულოდნელი კონფლიქტები, დანაკარგები, ფიზიკური ან ემოციური გამოფიტვა.

მაიმუნი - შესაძლოა, ეს „თვითდასჯის“ თვედ გადაიქცეს და შინაგანმა შფოთვამ და არათავდაჯერებულობამ შეგაწუხოთ.

გველი და მამალი - შესაძლოა, თვის განმავლობაში არასწორი გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე არაერთხელ იყოთ და ჯობს, ამ კუთხით, სიფრთხილე გამოიჩინოთ.

რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს?

ლომი - სავსე მთვარე გაჩვენებთ, სად დაუშვით შეცდომა და რის გამოსწორებაზე უნდა იფიქროთ სამომავლოდ.

ქალწული - ყველაფერი ლოგიკას არ ექვემდებარება, ენდეთ ნიშნებს. შეწყვიტეთ ყველაფრის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა, რადგან შესაძლოა, გეგმები სულაც არ შესრულდეს.

სასწორი - თქვენთვის, გულწრფელი კომუნიკაციის დამყარება მნიშვნელოვანია. იყავით პირდაპირი და არა მკაცრი.

მორიელი - ემოციების გამოხატვის ნუ მოგერიდებათ. შესაძლოა, თვის განმავლობაში, მომატებული ემოციურობა იგრძნოთ. თუმცა, სწორად გამოხატვა მნიშვნელოვანია.

მერწყული - აგვისტოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ დაგეგმავთ. ეს პერიოდი ანალიზს დაუთმეთ.

კირჩხიბი - თუ წარსულს საბოლოოდ არ დატოვებთ იქ, სადაც მისი ადგილია, წარმატების მიღწევის გაცილებით ნაკლები შანსი გექნებათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მანდაც ყველაზე ლამაზი შენ იქნები“ - შორენა ბეგაშვილის ამერიკული ვოიაჟი გრძელდება, მოდელმა წითელი კაბა მოირგო

📸 როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე

⭕შუქი გაითიშება! - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყარო: www.beaumonde.ge