შემოდგომა მოდის და ზაფხულის თავგადასავლებით სავსე დღეების შემდეგ, ეს პერიოდი შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის ცვლილებებისა და სიახლეების მომტანი გახდეს. თუმცა, ასტროლოგები ზოდიაქოს 3 ნიშანს ასახელებენ, რომლებიც 2023 წლის სექტემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ:
ლომი
ასტროლოგების თქმით, 2023 წლის სექტემბერი შესაძლოა, ლომებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდეს და კომუნიკაცია ძალიან გაგირთულდეთ. შეიძლება იფიქროთ, რომ ახლა ყველა საქმემ, ვალდებულებამ, საზრუნავმა ერთად მოიყარა თავი და ამის გამო შფოთვა დაგეწყოთ. ნუ ინერვიულებთ, ეს ეტაპი მალე გადაივლის. შეხვდით ყოველ გამოწვევას შემართებით, მიჰყევით შესასრულებელ საქმეებს ნაბიჯ-ნაბიჯ და ერთად აღარ მოგიწევთ, ბევრი რამ გააკეთოთ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, განიტვირთეთ, ემოციურად დაისვენეთ, გაისეირნეთ, გამხნევდით, საყვარელ საქმეს მიუბრუნდით. ასე შეძლებთ, რომ ემოციურად დატვირთული დღეები უმტკივნეულოდ გაიაროთ. ასევე, მოერიდეთ კონფლიქტს. თუ ურთიერთობაში ხართ, ემოციური გადაძაბვის გამო, სექტემბერში შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებასა და დაშორებაში გადაიზარდოს. ამიტომ, იყავით ფრთხილად, არ მიიღოთ ნაჩქარევი, რადიკალური გადაწყვეტილებები, შეეცადეთ, ბოლომდე მოუსმინოთ ადამიანებს და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანოთ.
მერწყული
2023 წლის სექტემბერში შესაძლოა, პირად ურთიერთობებში გარკვეული ტიპის სირთულეები შეგხვდეთ. დიდი ალბათობით, საბოლოოდ გაიაზრებთ, რომ ადამიანი, რომელიც შეგიყვარდათ, სულაც არ არის ისეთი იდეალური, როგორადაც ხატავდით, მიხვდეთ, რომ შეიცვალა და აღარ განიჭებთ ბედნიერებას. ამიტომ, დიდი შანსია, რომ დაშორებაზე იფიქროთ. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, ამ თვეში ემოციური სიცარიელე, გადაღლა და უმოტივაციობა იგრძნოთ, რამაც კომუნიკაცია კიდევ უფრო გაართულოს და განსხვავებული აზრის მიღება გაგიჭირდეთ. ამიტომ, ვიდრე თავს მხნედ არ იგრძნობთ, რადიკალურ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2023 წლის სექტემბერი მერწყულებისათვის ბზარგაჩენილი ურთიერთობის სამუდამოდ დასრულების ეტაპია. წარსულში დაბრუნება შეუძლებელია და აღარც დაშვებული შეცდომების, წყენისა და იმედგაცრუების დავიწყებაა მარტივი. ამიტომ, მოგიწევთ, სიტუაცია კარგად შეაფასოთ. ახლა ბევრი რამ თქვენთვის ცხადი გახდება. შესაძლოა, ამის გამო თავი ცუდად იგრძნოთ, მაგრამ ახალი ეტაპის დასაწყებად აუცილებელია, ძველ ურთიერთობაში ყველაფერი ბოლომდე გაარკვიოთ და გათავისუფლდეთ.
თხის რქა
2023 წლის სექტემბერში შესაძლოა, საკუთარ თავზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ, ვიდრე აქამდე იყო, ამის გამო კი მომატებული შფოთვა და ემოციურობა იგრძნოთ. შეიძლება, სამსახურში, საქმიან, ან პირად ურთიერთობებში გამოჩნდეს ახალი ვალდებულებები, ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით და გსურდათ, რომ გამოსულიყო. თუმცა, თუკი შეძლებთ, რომ მოვლენებს ფეხდაფეხ მიჰყვეთ, ყველაფერს გაუმკლავდებით და საბოლოოდ სარგებელსაც მიიღებთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ნუ დასთანხმდებით იმის შესრულებას, რაც არ გევალებათ, ან არ არის თქვენი პასუხისმგებლობა. ხშირად იმდენად ზუსტად და უშეცდომოდ ასრულებთ საქმეს, რომ ირგვლივმყოფები ამ მდგომარეობას ეჩვევიან და ყველა საკითხის გადასაჭრელად თქვენ მოგმართავენ. განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ რეალურად და რას აკეთებთ სხვების ხათრის გამო. ასე შეძლებთ, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეთ და თავი მშვიდად იგრძნოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge