პლანეტა მერკური 2023 წლის 13 დეკემბრიდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, რაც 2024 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. ამიტომაც, 2023 წლის ბოლო თვე ბევრი ადამიანისათვის საინტერესო და საყურადღებო იქნება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ადამიანებს განსაკუთრებული სურვილი უჩნდებათ, რომ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს გადახედონ და ისევ მიუბრუნდნენ, გარკვეული საკითხები გაარკვიონ, ისაუბრონ, შეხვდნენ ყოფილ პარტნიორებს. თუმცა, ზოდიაქოს ამ 4 ნიშანზე აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებულ ემოციურ გავლენას მოახდენს:
ტყუპები
ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანი, რომელსაც წარსულში დატოვებული სასიყვარულო ურთიერთობები და საქმეები კვლავ შეახსენებს თავს, ტყუპებია. დიდი ალბათობით, ისევ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ის ადამიანი, რომელსაც უკვე დაშორდით, თუმცა მისგან კვლავ მოგყვებათ დადებითი ემოციები. გარკვეული დილემის წინაშე აღმოჩნდებით და გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ - გაგიჩნდებათ სურვილი, ძველი და ახლანდელი ურთიერთობა ერთმანეთს შეადაროთ და უპირატესობები იპოვოთ, თუმცა, საბოლოოდ 2024 წლის იანვრიდან გადაწყვეტთ, წარსულში დატოვებული ურთიერთობა სამუდამოდ უნდა დატოვოთ იქ, თუ განახლების შანსი მისცეთ.
კირჩხიბი
დიდი ალბათობით, ყოფილი შეყვარებული, პარტნიორი აღნიშნულ პერიოდში ისევ დაგიბრუნდებათ და მისგან საუბრის, შეხვედრის ინიციატივას მიიღებთ. შესაძლოა, ურთიერთობის აღდგენა, განახლება, ან კიდევ თავიდან დაწყებაც გთხოვოთ. გაგახსენოთ ძველი, ბედნიერი მოგონებები და სამომავლო გეგმებზეც გესაუბროთ. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თქვენზეა. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ იჩქაროთ, გააანალიზოთ წარსულის გაკვეთილები და თქვენთვის სასიკეთო მიმართულება აირჩიოთ.
ქალწული
თქვენს ცხოვრებაში ყოფილი პარტნიორის დაბრუნება მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დაგაყენებთ და შესაძლოა, დაბნეულობა, ქაოსი და შფოთვა იგრძნოთ. დაინახავთ იმას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. წარსულის გამოცდილება და განახლებული ხედვა კი დაგეხმარებათ, არსებული სიტუაცია სწორად შეაფასოთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოთ. შესაძლოა, კვლავ დაუბრუნდეთ იმას, ვინც ადრე გიყვარდათ, მაგრამ გარკვეული უთანხმოებების გამო ერთად ყოფნა ვერ შეძელით.
ლომი
ასტროლოგების თქმით, დეკემბრის თვე თქვენთვის პირადი ურთიერთობების განხილვისა და შეფასების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. მოგიწევთ, ილუზიებიდან გამოხვიდეთ და რეალურად შეაფასოთ სიტუაცია. გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბერში შესაძლოა, რეტროგრადულმა მერკურმა ყოფილი პარტნიორი, შეყვარებული, მეგობარი დაგიბრუნოთ და ურთიერთობის განახლებული თვალით შეფასების შესაძლებლობა მოგცეთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ერთი წლის წინ ამ დროს“ - რა ფოტოს აქვეყნებს თათა გიორგობიანი
„აი, ასე ვმონაწილეობ ომში, რომ იცოდეთ. ვისაც რა შეგვიძლია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
წყარო: www.beaumonde.ge