Digest Logo

„აი, ასე ვმონაწილეობ ომში, რომ იცოდეთ. ვისაც რა შეგვიძლია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

1700762951
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რა მაგის პასუხია და უკრაინაში ქართული ლეგიონის ერთ წევრს მოვუყევი ზღაპარი, მთვარე რომ დიდი ყველია, რომელსაც დაესიენ თაგვები და ნამგალს დაამსგავსეს, ისე გამოჭამეს, ჰოდა მთვარეზე მცხოვრებმა კაცმა მიმართა დედამიწელ მეგობარს, კატა მათხოვეო.

მოკლედ, მოსპო თაგვები მთვარეზე, მაგრამ ამასობაში შეუყვარდა მერი და შეირთო ცოლად. აღმოჩნდა, რომ მერი გიჟდება ყველზე და დაქორწინების მერე ამ კაცს თვეში ერთხელ მთვარე აქვს შესაკეთებელი. მეგონა, მთვარეს რომ დაინახავს, სტრესი მოეხსნება ხოლმე, გაეცინება-მეთქი. შენც არ მომიკვდე, - რამდენი ცოტა ნაკლული მთვარე გამოჩნდება ცაზე, ამ ჩვენს ლეგიონერს ქალბატონი მერი ახსენდება და გაბრაზებული მწერს, ზოგი ქალი რა ხარბიაო. ამიტომ დღეს (ახლა ამ წამს) მოვუყევი ზღაპარი ფუნთუშაზე, რომელიც წვიმის გუბეში ჩავარდა და ძალიან განიცადა, დავიღუპეეეე, დავიღუპეეე, აღარავინ შემჭამსო, მაააგრამ, კვატების ოჯახმა ფუნთუშაც შეჭამა და გუბის წყალიც დააყოლა, რითაც ზღაპრის ყველა გმირი უბედნიერესი გახდა.

ჰოდა ეს ჩვენი ლეგიონერი ნებართვას მთხოვს, შეიძლება წავუკითხო მეგობარსო? მე ვუთხარი, არამარტო მაგ მეგობარს, არამედ სხვებსაც. შემდეგ ჯერზე ზუმში შევიკრიბოთ და ერთად მოგიყვებით -მეთქი. აი, ასე ვმონაწილეობ ომში, რომ იცოდეთ. ვისაც რა შეგვიძლია“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 როგორ ემზადებოდა ბიჭი „გაღმა ნაპირიდან“„ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ - თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის ემოციური ცეკვა

🔵🎥 „ოჯახი ნიშნავს ყველაფერს, 7 შვილიშვილის ბებიის მეუღლე ვარ“ - ქართველი იუმორისტის ამერიკული ცხოვრება

🔵„ღმერთო, არ მჯერა ახლა ამას რომ ვწერ!“ - თამუნა მუსერიძე