Digest Logo

🎥 ზოდიაქოს რომელ ნიშანზე იმოქმედებს 24 ნოემბრის სავსემთვარეობის ენერგიები ყველაზე მეტად? - მარიამ შუკაკიძის პროგნოზი

1794583231
მარიამ შუკაკიძე

24 ნოემბერს გვექნება სავსემთვარეობა. ამ დღეს არ ვაკეთებთ მანიფესტაციებს, სურვილების ჩაფიქრება შესაძლებელი არის ახალმთვარეობის პერიოდში.

რას ვაკეთებთ 24 ნოემბერს? პირველ რიგში ძალიან კარგია ლოცვა, ენერგეტიკული წმენდები, სახლის დასუფთავება, გაწმენდა, ნებისმიერი სახის წმენდა. სავსემთვარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გავიწმინდოთ შინაგანად. 

სავსემთვარეობაზე არ არის კარგი ნებისმიერი სახის კონფლიქტები და საქმის გარჩევა, ასევე მომავალზე ფიქსაცია. 

სავსემთვარეობა ზოგადად ჩვენს ჩრდილოვან მხარეებს წამოსწევს ხოლმე წინა პლანზე, რასაც შეიძლება ჩვენ ვერ ვამჩნევდით სხვა დღეების განმავლობაში. 

მზე გვექნება მშვილდოსანში და მთვარე ტყუპებში. ასტროლოგიაში ტრადიციულად, მშვილდოსანი და ტყუპები ეს არის კავშირში ადამიანის აზროვნებასთან, კომუნიკაციის უნართან და რწმენა, იდეოლოგიასთან და მის პიროვნულ მორალთან, მის პიროვნულ ფასეულობებთან. ყველამ დავფიქრდეთ, რა რწმენა, წარმოდგენები გვაქვს და რა გვიშლის ხელს, რომ წინ წავიდეთ და რა პირიქით გვეხმარება.

ვინ იგრძნობს განსაკუთრებით ინტენსიურად ამ ენერგიებს? ეს არის მშვილდოსანი, ტყუპები, ქალწული, თევზები.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ეკრანდამოკიდებულება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა - მნიშვნელოვანი რჩევები მშობლებს

📷„ჩემი ბობ ერა“ - ნუცა ბუზალაძემ იმიჯი შეიცვალა

🎥 სიყვარულის, ხელოვნებისა და ფულის მმართველი პლანეტა სასწორში გადავიდა! - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

✕