Digest Logo

🎥 ზოდიაქოს რომელმა ნიშანმა უნდა აირიდოს კონფლიქტები და შეინარჩუნოს სიმშვიდე? - 27 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1743053504
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, ამ დღის ენერგია დადებითი და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ადრე დაწყებული საქმის დასამთავრებლად და მოსაგვარებლად“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

♈ ვერძი

ენერგიულები იქნებით და გეძლევათ იმის საშუალება ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაართვათ თავი.

♉ კურო

შეიძლება ახალი შეთავაზება მიიღოთ, არ არის სასურველი პირდაპირ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ეგრევე უარიც არ თქვათ დაფიქრდით კარგად ისე იმოქმედეთ.

♊ ტყუპები 

შეიძლება გქონდეთ მცირე ნერვიულობა დილით, ან კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

♋ კირჩხიბი

ემიციური დღე გაქვთ. შესაძლოა გააზვიადოთ ემოციები, შეხედეთ ყველაფერს რაციონალურად და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. არ არის სასურველი სიჩქარე.

♌ ლომი

საინტერესო დღე გელოდებათ, ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად ემოციური და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

♍ ქალწული

სანამ საქმეებზე გადახვალთ, უმჯობესია ჯერ საკუთარ თავში გაერკიოთ, თუ რისი გაკეთებაა უკეთესი. შეგიძლიათ რჩევა კითხოთ მეგობრებსაც.

♎ სასწორი

სიახლეების მომტანი და საინტერესო დღეა, შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით გადადგათ ნაბიჯი.

♏ მორიელი

უმჯობესია გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები, ენდეთ საკუთარი შინაგან ხმას და ისე იმოქმედოთ. კარგი იქნება ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ.

♐ მშვილდოსანი

შეგიძლიათ დღეს იყოთ აქტიურები და ცოტა მეტი სითამამეც გამოიჩინოთ, მაგრამ გახსოვდეთ არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, თუმცა კარგი იქნება დაგეგმოთ.

♑ თხის რქა

ნეიტრალური დღეა, არ დაიწყოთ ახალი საქმეები და არ გადაგათ ახალი ნაბიჯები, უმჯობესია ძველი საქმეებით შემოიფარგლოთ. 

♒ მერწყული 

ეცადეთ დრო რაციონალურად გამოიყენოთ და ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია და გჭირდებათ. 

♓ თევზები

დღეს შეიძლება უფრო მეტად ემოციური იყოთ, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სხვა თვალით დაინახოთ თქვენი სიტუაცია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ ვიხილეთ ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები და ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში