Digest Logo

ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ ვიხილეთ ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები და ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა

1743052634
ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ საინტერესოა, რას იტყვის დღეს კომისიის წინაშე გენერალი მამუკა ყურაშვილი.

„ჩვენ ვიხილეთ უკვე ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები, სადაც ძალიან ბევრი რამ უკვე გამოაშკარავდა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით, უბრალოდ, საჭიროა, რა თქმა უნდა, ყველაფრის მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარება, რომ შემდეგ ეს პროკურატურას გადაეცეს. დღევანდელ კომისიაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნება გამოკითხული. მათ შორის ერთ-ერთი იქნება გენერალი ყურაშვილი. მე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას გენერალ ყურაშვილისვე განცხადებას, რომ როდესაც კოდორის ხეობას შეუცვალეს სტატუსი, დაარქვეს ზემო აფხაზეთი და უმტკივნეულოდ გადააბარეს ოკუპანტს, გენერალმა ყურაშვილმა ეს ყველაფერი შეაფასა, როგორც ქვეყნის ღალატი. საინტერესოა, რას იტყვის დღეს იგი საგამოძიებო კომისიის წინ”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მე-6 - სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხია: 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი. სხდომაზე მიწვეულნი არიან: ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარი რომ გავაღე და ირა დავინახე, მეთქი ეს არის ის ქალი, რომელმაც უნდა აღზარდოს ჩემი შვილი...“ - ნანუკა გულუა შვილების ძიძაზე

🎥 „ვერ იმუშავებს, თქვენ აიყვანდით 150 კილოიან ძიძას...ავდგები და უნდა მოვიქნიო ყველაფერი...“ - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სტუმრები „პრაიმშოუში“

🎥 ფეხების შეშუპების მთავარი მიზეზები და მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები