Digest Logo

„ზოგჯერ სამყაროს სურს, შეგიცვალოს მიმართულება, მაგრამ შენ ეწინააღმდეგები, რადგან არ გჯერა, რომ უკეთესისკენ მიდიხარ“ - რას წერს ზაზა ჯაიანი

1760805774
ეზოტერიკაეზოტერიკა

„ზოგჯერ სამყაროს სურს, შეგიცვალოს მიმართულება, მაგრამ შენ ეწინააღმდეგები, რადგან არ გჯერა, რომ უკეთესისკენ მიდიხარ.

როდესაც იღებ რაღაც კარგს - ეს საჩუქარია, მაგრამ საჩუქრები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც გაკვეთილები გულწრფელად გაიარა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი წერს.

იგი გვირჩევს, რომ შევიგრძნოთ ყოველი მოვლენა როგორც გზავნილი:

„ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით.

ხშირად ვფიქრობთ, რომ რაღაცები უბრალოდ ასე მოხდა - შემთხვევით, უცნაურად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაგრამ სულიერი ჭეშმარიტება სხვაგვარია: ამ სამყაროში შემთხვევითობები არ არსებობს.

ყოველი მოვლენა, ყოველი შეხვედრა და ყოველი მცირე დეტალიც კი - საკუთარ მიზანს ატარებს. ზოგჯერ ეს მიზანი იმ წამს არ ჩანს, მაგრამ დრო ყოველთვის აჩვენებს, რატომ იყო საჭირო ის კონკრეტული სიტუაცია.

როდესაც რაღაც გტკივა - ეს გამოცდაა.

გინდა თუ არა, ამ ტკივილში იმალება გაკვეთილი. ტკივილი გაჩვენებს იმას, რაც შენში ჯერ კიდევ სუსტია და გეუბნება: „აი, აქ უნდა გაიზარდო“.

როდესაც ცხოვრებაში იშლება რაღაც - ეს ხშირად სასჯელი კი არა, გათავისუფლებაა.

ზოგჯერ სამყაროს სურს, შეგიცვალოს მიმართულება, მაგრამ შენ ეწინააღმდეგები, რადგან არ გჯერა, რომ უკეთესისკენ მიდიხარ.

როდესაც იღებ რაღაც კარგს - ეს საჩუქარია, მაგრამ საჩუქრები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც გაკვეთილები გულწრფელად გაიარა.

როდესაც რაღაც გაფრთხილებს - მოისმინე.

ინტუიცია, ემოციები, უცნაური ნიშნები - ეს ყველაფერი გზავნილებია. სამყარო არასდროს გელაპარაკება ხმამაღლა, ის გესაუბრება სიმშვიდეში.

ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება - ან გასწავლის, ან გაძლევს, ან გიცავს.

შეიგრძენი ყოველი მოვლენა როგორც გზავნილი, და შენც მიხვდები, რომ ცხოვრება ყოველთვის შენს მხარესაა“, - წერს ზაზა ჯაიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხშირად პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც ქვეცნობიერად გვაწუხებს“ - თამარ ხოსროშვილი ასტროლოგიური რუკების ანალიზზე

„ინახავს გადაუმუშავებელ ემოციებს: შიშს, ტკივილს, დათრგუნვას, უარყოფას“ - საშვილოსნოს ენერგეტიკული მნიშვნელობა

„დროა, სიმართლე გავიგოთ... შეწყვიტეთ კალორიების თვლა და დაიწყეთ ჰორმონებზე ფიქრი“ - რას წერს ნატა გაგუა