Digest Logo

კაცმა ცოლს პირობა დაადებინა, რომ სიკვდილის შემთხვევაში მთელ ფულს საფლავში ჩაატანდა…  - რა გააკეთა ცოლმა, პირობა რომ არ დაერღვია

1619882237
სახალისო ისტორია

ერთი კაცი მუშაობდა და ფულს ზოგავდა მთელი ცხოვრება. ფული იმდენად უყვარდა, რომ სურდა სიკვდილის შემდეგ თან წაეღო. სიკვდილის წინ მან ცოლს უთხრა: ”როცა მოვკვდები, მინდა, რომ მთელი ჩემი ფული აიღო და ჩემთან ერთად დამარხო.

ცოლი დასთანხმდა და დაჰპირდა, რომ სწორედ ასე მოიქცეოდა. დადგა დღე, როდესაც მამაკაცი გარდაიცვალა. გასვენებაში ჭირისუფალი ცოლი მათი საუკეთესო მეგობრის გვერდით იჯდა. ცერემონიალის დასრულებისთანავე, ცოლმა ჩანთიდან ამოიღო პატარა ყუთი და ქმართან მიიტანა. მან ყუთი სასახლეში ჩადოდ ა უკან დაბრუნდა.

“იმედი მაქვს, არ ხარ ისეთი გიჟი, რომ მთელი ფული იქ ჩააგდო ამ ძუნწი მოხუცთან“, – უთხრა მეგობარმა.

”მე დავპირდი, სამაგალითო ქრისტიანი ვარ და ტყუილი არ შემიძლია. მე მას დავპირდი, რომ მთელ ფულს ჩავდებ მის კუბოში",- უპახუხა ქალმა.

“შენ გინდა თქვა, რომ მისი ქონების თითოეულ ცენტს საფლავში გაატან?“,- გაიკვირვა მეგობარმა.

,,რა თქმა უნდა, " – თქვა ცოლმა. ,,მთელი მისი ფული შევაგროვე, ჩემს ანგარიშზე გადავიტანე, ხოლო მას ჩეკი გამოვუწერე. დაე, გაანაღდოს როცა დასჭირდება"-, ჩაიღიმა ქვრივმა.


წყარო: geoambebi.com